როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი სწორად
ყველას მოგეხსენებათ, რომ აღდგომის წინ, წითელ პარასკევს მართლმადიდებლები ტრადიციისამებრ ვღებავთ კვერცხებს. ზოგი დიასახლისი უპირატესობას ანიჭებს ხელოვნურ საღებავებს - ზოგიც კი ბუნებრივს.
კვერცხები უნდა იყოს შეღებელი მზის ჩასვლამდე.
ამ ინსტრუქციეში მოყვანილი, მაგალითი თუ როგორ შევღებოთ კვეცხები წითლად, ბუნებრივი საშუალებით, ენდროთი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
კვერცხი
ერთი შეკვრა ენდრო
წყალი
ხახვი
მარილი
ჭურჭელი რაშიც მოვხარშავთ.
პირველ რიგში, სანამ დავიწყებდეთ კვერცხების შეღებვას, მოვიმარაგოთ საჭირო ინგრედიენტები.
1. ავიღოთ 1 შეკვრა ენდრო. კარგად გარეცხვის შემდეგ დავჩეჩქვოთ ის. დავასხათ 1-1.5 ლიტრი წყალი. ავიღოთ 2 ან 3 ხახვი, გავფცქვნათ ისე, რომ მისი გარე ფურცლები მოვათავსოთ ასადუღებელ ჭურჭელში.
2.დავამატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი, რის შემდეგაც ჭურჭელი რაშიც უნდა შევღებოთ და შემოვდგათ ცეცხლზე. 20 წუთი დუღილი სრულიად საკმარისია.
3. დაელოდეთ ენდროს გაცივებას, როგორც კი ის კარგად გაცივდება ჩააწყვეთ მასში საშუაოდ 20 კვერცხი. (ერთდროულად დიდი რაოდენობის კვერცხის მოხრშვისას შესაძლო ისინი კარგად არ შეიღებონ და ასევე დასკდნენ.) 20-25 წუთის მანძილზე ხარშეთ კვერცხები. იმ შემთხვევაში თუ წყალი არ ფარავს კვერცხებს, დაამატეთ კიდევ, რამდენიც საჭირო იქნება კვერცხების დასაფრად.
4. 25 წუთის შემდეგ. ფრთხილდ ამოიღეთ კვერცხები ჭურჭლიდან და გადაალაგეთ ცივ წყალში. ამ გზით კვერცხების გაცივების შემდეგ, ისინი ადვილად იფრცქვნება მერე. გადაწყობილი კვერცხები, 10 წუთის მანძილზე გააჩერეთ ცივ წყალში. შემდეგ კი შეინახეთ. ხსნილის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.