თეგებით ძიება

მდინარე ენგურიდან მეოთხე გარდაცვლილის ცხედარიც ამოიყვანეს

ერთი ოჯახის სამი წევრი, ცოლ-ქმარი და ბიძაშვილი, გამყოლ პიროვნებასთან ერთად, მდინარე ენგურში დაიხრჩო.

გარდაცვლილები ოკუპირებული გალიდან, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გადადიოდნენ.

როგორც "ფორმულას" ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმამ განუცხადა, სავარაუდოდ, აფხაზურმა მხარემ მდინარეში წყლის დონე მოუმატა და მდინარეზე გადამსვლელები წყლის ნაკადმა წაიღო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს და მიმდინარეობდა მეოთხე ცხედრის სამძებრო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა