"ჩემი ცხოვრების საუკეთესო ფორმაში ვარ" - 51 წლის ჯენიფერ ლოპესი საოცარად გამოიყურება(ფოტოები)
შეუდარებელი ჯენიფერ ლოპესი კვლავ ახერხებს ფანების გაოცებას. 51 წლის მომღერალი ახალ ფოტოებში საოცარად გამოიყურება და ამბობს, რომ ასეთ ფორმაში არასოდეს ყოფილა.
"\'მე ჩემი ცხოვრების საუკეთესო ფორმაში ვარ. 20-30 წლის ასაკში ვვარჯიშობდი, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა. ახლა უფრო ბევრს კი არ ვვარჯიშობ, უფრო ჭკვიანურად ვვარჯიშობ"- განაცხადა ჯეი ლომ InStyle Magazine-თან ინტერვიუში.