TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სოლუმ დეველოპმენტი
  • "კატასტროფაა, ექიმებმა მოიტყუეს..." - ბაია პატარაია

    ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე უახლეს ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

    "კატასტროფაა. ექიმებმა მოიტყუეს, რომ ექთანს გადაუდებელი მკურნალობა ჩაუტარეს - არ ჩაუტარებიათ და ამ ტყუილის გამო ბრალი წაუყენეს 3 ექიმს. ეს გოგო ხო შეიწირეს და უამრავმა ადამიანმა ამის გამო უარი თქვა ვაქცინაზე. ძალიან დიდი ზარალი მიადგა მთელ ქვეყანას! არ შეიძლება ასე!!!", - წერს ბაია პატარაია ფეისბუქზე.

    პროკურატურის ცნობით, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიცემისთვის 3 ექიმს ბრალი წარედგინა.

    შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.
    1 509 ნახვა