აცხამგალი – თაფლიანი მჭადი აფხაზურად
ფქვილისგან დამზადებული ეს კერძი თუ დესერტი აფხაზური სამზარეულოს საინტერესო ნიმუშია.
ინგრედიენტები:
მჭადის ფქვილი – 500 გ
წყალი – 200 მლ
თაფლი – 80 გ
ზეთი – 90 მლ
მომზადების წესი:
მჭადის ფქვილში ნელ-ნელა დაამატეთ თაფლი, წყალი და მოზილეთ. მოზელილი ცომი არ უნდა “იბზარებოდეს”.
დაბალ ცეცხლზე დადგით ტაფა, დაასხით ზეთი და გააცხელეთ.
აცხამგალს მიეცით სასურველი ფორმა (უნდა იყოს დაახლოებით 0,7 სმ სისქის) და ჩააკარით ტაფაში.
თითო მხარეს გააჩერეთ დაახლოებით 6-7 წუთს.
შემწვარი აცხამგალი გადმოიტანეთ ხელსახოცზე იმისათვის, რომ ზეთი შეიშროს, მიირთვით ტკბილ საკმაზთან ერთად.