თეგებით ძიება

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
თქვენს სამუშაო რუტინაში მოულოდნელი ცვლილებები გაგაოცებთ. თქვენ უკეთ იცოდით, მაგრამ მოხერხებულად დახუჭეთ თვალი სიმართლეზე. ერთი მხრივ, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს თქვენთვის მოცემული ყველა დავალება შემაძრწუნებელია. მეორეს მხრივ, თქვენ ელოდებით გამოწვევებს, რომ გაძლიერდეს თქვენი ინტერესი სამუშაოს მიმართ.

კურო
თუ ახალგაზრდობასთან გაქვთ საქმე, შეიძლება მათი გემოვნებისთვის ცოტათი მშვიდი აღმოჩნდეთ ძვირფასო კურო. თქვენ არ უნდა შეიცვალოთ და იყოთ ის ვინც ხართ. მშვიდი მაგნეტიზმი, რომელსაც თქვენ იყენებთ, მოიზიდავს ყველა ასაკის ადამიანს. თქვენს განკარგულებაში დამატებითი დროა, ამიტომ საუკეთესო რჩევაა გამოიყენოთ ეს დრო კონსტრუქციულად.

ტყუპები
შემოქმედებითი საშუალებების პოვნა და გამოხატვის ახალი ფორმების ძიება არ იქნება სასიამოვნო თანამშრომლობის გარეშე. უფრო მეტ კომფორტს ნახავთ ინდივიდუალურად, ვიდრე ჯგუფურ სიტუაციებში. საოჯახო საქმეებიც კი საკმაოდ უსიამოვნო იქნება თქვენთვის ამ პერიოდში. შეეცადეთ ამოირჩიოთ ადამიანი, ვისაც მსგავსი ინტერესი აქვს და მზადაა მოისმინოს თქვენი იდეები.

კირჩხიბი
თქვენ ნახავთ, რომ მოწყვეტილი ხართ სამუშაოსა და იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის გარდა, დისკუსიის თემები თქვენთვის გამაღიზიანებელი ხდება. თქვენ გსურთ გააფართოვოთ თქვენი სოციალური და პროფესიული წრე, თუმცაღა ახლა შესაფერისი დრო არ არის. მოგიწევთ გაუთავებელი, მოსაწყენი ისტორიების გაძლება, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. იყავით მომთმენი და მალე გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები.

ლომი
თუ ამ დღეების განმავლობაში მოიწყინეთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაუდევრობა, განსაკუთრებით ფინანსური ხასიათის. შეეცადეთ უფრო ყურადღებით განიხილოთ ის საგნები, რომელთა შეძენაც გსურთ,ვინაიდან თანხების უაზროდ ფლანგვა უარყოფითად აისახება თქვენზე.გირჩევთ ფინანსები ბევრად უფრო პრაქტიკულ და მნიშვნელოვან საკითხებში გამოიყენოთ.

ქალწული
შეეცადეთ მოაგვაროთ ვალების პრობლემა. მას შემდეგ, რაც პრობლემურ სესხებს გამორიცხავთ, შვებით ამოისუნთქებთ. თქვენ გაქვთ კარგი ფანტაზია და საინტერესო აზრები. კარგი იქნება თუკი ყურადღებას გაამახვილებთ თქვენს ფინანსურ მიზნებზე. შეიძლება არსებობდეს კავშირი თქვენს შემოსავალსა და სამომავლო გეგმებს შორის. ახლა ოჯახის ბიუჯეტზე მუშაობა საკმაოდ კარგი არჩევანია.

სასწორი
თქვენ ვერ გაიაზრებთ მოქმედებების მსვლელობას. თქვენ ხედავთ ორივე არჩევანის სარგებელს და სწორედ ამიტომ თქვენი დასკვნების გამოტანა კიდევ უფრო რთული იქნება. არც კი შეეცადოთ სხვებს სთხოვოთ რჩევები, რადგან ეს მხოლოდ თქვენს დაბნეულობას გაზრდის. შეიძლება უბრალოდ დაეთანხმოთ იმ აზრს, რომ გადაუწყვეტელობა ახლა წინ გადადგმული გზაა. ამ პერიოდში ადამიანებს ძალიან სჭირდებათ ყურადღება თქვენგან.

მორიელი
დროა ყურადღებით გადახედოთ თქვენს ცხოვრებას და გადააფასოთ იგი. თქვენ შეიძლება მხოლოდ ზედაპირულად გაითვალისწინეთ ცხოვრებაში თქვენთვის მოწოდებული ალტერნატივები. ახლა არსებობს რეალური მოთხოვნილება და განცდა, რომ მიიღოთ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თქვენ ყოველთვის სხვებს აყენებთ პირველ ადგილზე და დამნაშავედ გრძნობთ თავს იმის გამო, რომ რაღაც გააკეთეთ თქვენთვის.

მშვილდოსანი
თუ თქვენ აპირებთ გასართობად წასვლას, წვეულების გამართვას ან ჯგუფურ შეკრებას, ეს უნდა გაკეთდეს არსებული შეზღუდვების შესაბამისად. შეეცადეთ უკეთესად დაალაგოთ თქვენი გეგმები. ეს შესაძლოა იყოს შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. საკმაოდ საინტერესო დღე გელით.

თხის რქა
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდმა შეიძლება ძალიან შეზღუდოს თქვენი ამბიციები, ეს აუცილებელია თქვენი გონებისთვის. ვიდრე ამ პროცესს წინააღმდეგობას გაუწევთ, მიხვდებით რამდენად ღირებულია იგი თქვენთვის. ამ დროისთვის ნუ მისცემთ სხვებს თქვენი ყურადღების გადატანის შესაძლებლობას. ასევე, წინააღმდეგობა გაუწიეთ ვინმეს მიბაძვის ცდუნებას.

მერწყული
შეიძლება ეხლა ვინმეს უარყოფითმა დამოკიდებულებამ გავლენა მოახდინოს თქვენზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს უსიამოვნოა, შეეცადეთ არ გაამახვილოთ ამაზე ყურადღება.გჭირდებათ რამდენიმე ახალი სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ურთიერთობების განსაზღვრაში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია,რომ ნეგატიურ ზემოქმედებას არ მისცეთ ნება გაგიფუჭოთ ხასიათი.

თევზები
ამ პერიოდში თქვენ ცდილობთ, რომ გქონდეთ ურთიერთობა ახალ ადამიანებთან. ის, ვინც ეხლა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება იყოს საინტერესო, მაგრამ ამავდროულად არასტაბილურიც. შეეცადეთ იყოთ ორიენტირებული თქვენი საქმეების შემოქმედებით კუთხეზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა