"მაგნიტი ვარ უვარგისი კაცებისთვის" - რატომ ირჩევენ გოგონები ნაძირალა მამაკაცებს?
უკრაინელმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა რეგინა ტოდორენკომ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ნაძირალებთან ურთიერთობის შესახებ და რჩევა მისცა გოგონებს, რომლებსაც მუდმივად უვარგის კაცებთან აქვთ რომანი. მან "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, ღრმა დეკოლტეთი და ოქროს ბეჭდებით გაფორმებულ ელეგანტურ შავი საცურაო კოსტიუმში, თუმცა პოსტი, რომელიც მის ეფექტურ ფოტოს ახლავს სულ სხვა თემაზეა:
"მე ყოველთვის ნაძირალების ხელში ვხვდები, მაგნიტი ვარ უვარგისი კაცებისთვის . ვფიქრობ, ეს ამბავი ყველა გოგოსთვის ნაცნობია: ურთიერთობიდან ურთიერთობის დაწყებისას, შეამჩნევთ გარკვეულ ციკლურობას და ერთი და იგივე სცენარის გამეორებას. რატომ??? ბოლოს და ბოლოს, გულწრფელად ვცდილობ განახლებულად ავაწყო ახალ ურთიერთობები, ნუთუ ნამდვილად არ ვარ ღირსი ბედნიერების?
ღირსი ვარ!!! ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას, მაგრამ ხშირად მიღწევის მეთოდები არაეფექტურია (ახლა ვკითხულობ რ. ნორვუდის წიგნს "გოგონები, რომლებსაც ძალიან უყვართ"). მასში ავტორი აღწერს საინტერესო ფსიქოლოგიურ კვლევას, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები ზრდასრულ ცხოვრებაში თამაშობენ იგივე თამაშებს, რომელიც ოდესღაც ბავშვობაში ტრავმის შედეგად მიიღეს. ანუ ეს გრძელდება მანამდე, სანამ არ იპოვნი ყველაზე ეფექტურს ალგორითმს.
თუ არ გამოხვალ ამ თამაშიდან... როგორც თქვენს საყვარელ # SuperMario–კომპიუტერულ თამაშშია: თუ ნაბიჯი არასწორია, თქვენ უკან გადაგაგდებთ. და ამ კარმულ კვანძს შეუძლია დიდხანს შეგაჩეროთ, სანამ სწორად არ ითამაშებთ და საბოლოოდ არ შექმნით ამ ჩაციკლული თამაშის გავლის ახალ მექანიზმს! ან უბრალოდ შეწყვიტეთ ეს თამაში! ვუსურვებ ყველას, რომ მხოლოდ ჯანმრთელი და სასარგებლო თამაშები ვითამაშოთ"-წერს ტელეწამყვანი.
intermedia.ge