უგემრიელესი კარტოფილის მწვადი
საჭირო მასალა:
კარტოფილი - 4 ცალი
ბეკონი - 80 გრ
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი გაფცქვენით და რგოლებად დაჭერით. ბეკონი (მოხარშული ძეხვი ან რაც გაქვთ) მცირე ნაჭრებად დაჭერით.
წამოაცვით შამფურზე ან წალამზე რიგ-რიგობით კარტოფილის რგოლი და ბეკონი.
მოაყარეთ მარილი, პილპილი და თუ ქონდარი გიყვართ, შეგიძლიათ ზემოდან ქონდარის ღერო დაადოთ ზემოდან.
გაახვიეთ ფოლგაში და 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით 50-60 წუთით.