სიძუნწე სუსტი კაცების არჩევანია - როგორია ძუნწი კაცი პარტნიორი
ძუნწი ადამიანები საზოგადოებაში ყველას აღიზიანებს, განსაკუთრებულ გაღიზიანებას კი ძუნწი მამაკაცები იწვევენ. სიძუნწე მხოლოდ მატერიალურ სფეროს არ ეხება, შეიძლება ადამიანი სულიერად, მორალურად ძუნწი იყოს და ამის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. სიძუნწე მართლაც რომ სუსტი კაცების არჩევანია.
შეხვედრიხართ ძუნწ ადამიანს? ალბათ, კი. ასეთ მამაკაცებს არ შეუძლიათ სიხარულის და მწუხარების გაზიარება, არ შეუძლიათ სხვისთვის საჭირო დროის და ყურადღების დათმობა, ხშირად კომპლიმენტებიც კი ენანებათ. მათ სწორად არ ესმით, რა არის სიკეთე და ყველაფერი ბოლოს ფინანსურ საკითხებამდე დაჰყავთ.
ფსიქოლოგი ალექსანდრე შეხოვი მამაკაცის სიძუნწეზე საინტერესო კვლევას აქვეყნებს. მისი თქმით, ცოდვაა ადამიანი, რომელიც სულით ღარიბია. მას კეთილშობილების, დიდსულოვნების უნარი არ აქვს და ასეთი მამაკაცი ვერასდროს გახდება სულით ძლიერი.
თავდაჯერებულ მამაკაცს შეუძლია ბოლო თეთრების გადახდა, რადგან ძლიერია და იცის, ამ თანხის გარდა, სხვა ღირებულებებიც არსებობს; იმის სჯერა, რომ ამ თანხას კვლავ გამოიმუშავებს. სიძუნწე მშიშარა ადამიანებს ახასიათებთ. ისინი დარწმუნებულები არ არიან თავიანთ თავში და მუდმივად აქვთ იმის შიში, რომ რთული დრო დადგება და გამოწვევებს ვერ გაუმკლავდებიან.
როგორც ალექსანდრე ამბობს, სიძუნწე მხოლოდ ფულს არ ეხება. მამაკაცი, რომელიც თავისი ქალბატონისთვის კომპლიმენტს ვერ იმეტებს, საჩუქრებს, ყვავილებს ან მოკითხვას საჭიროდ არ მიიჩნევს, უბრალოდ სუსტია. ლიდერი კაცი ყოველთვის მხარს უჭერს მას, ვინც გვერდით ჰყავს.
ძლიერი, თავდაჯერებული მამაკაცი კეთილშობილია. მას შეუძლია სხვისი დამარცხება, ძუნწი კი ყოველთვის საყრდენს ეძებს. თუ თქვენ ფული და ძალა არ გაქვთ, იმუშავეთ, იფიქრეთ და განვითარდით, რათა უფრო გულუხვი კაცები გახდეთ, ძუნწები არავის უყვარს.
marao.ge