ყველაფერი მამაკაცური ვნებების შესახებ - ის, რაც ქალებმა უნდა იცოდეთ
გავრცელებული რწმენის თანახმად, მამაკაცი ყოველთვის მზად არის და თითქმის ნებისმიერ ქალთან სურს სექსი.
კაცებს მხოლოდ ერთი რამ აქვთ გონებაში
კაცებს ვნება მართავთ, ხოლო ქალებს სურთ თავს სასურველად იგრძნონ
ქალის რომელი სიტყვა აღაგზნებთ მამაკაცებს ყველაზე მეტად? - გამარჯობა!
დიდი ალბათობით, თქვენ გსმენიათ ამათგან ერთი ან რამდენიმე ციტატა, რაც მამაკაცური ვნების შესახებ გავრცელებული მოსაზრებების ილუსტრაციაა. როგორც ჩანს, სტერეოტიპი, რომ მამაკაცებს ვნება მართავს, ასაკთან არის დაკავშირებული. ახალი კვლევით დასტურდება, რომ 30 წლის შემდეგ მამაკაცების ვნება იცვლება და ქალების ვნებას ემსგავსება. როდესაც მამაკაცი მოწიფდება, მათი ვნება გრძნობებსა და ემოციურ კომუნიკაციებზე ხდება დამოკიდებული.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 30-მა მამაკაცმა, რომელთა ასაკი, 30-დან 65 წლამდე მერყეობდა. მათ ჰქონდათ მყარი და სტაბილური ურთიერთობის გამოცდილება სულ მცირე 2,5 წლის განმავლობაში. ურთიერთობის ხანგრძლივობის ქვედა ზღვარი გამორიცხავდა მამაკაცების ჯერ კიდევ ადრეულ, ცხელ ვნებებს, რომელიც იშვიათად გრძელდება 2 წელზე მეტხანს. მკვლევარებმა თავიანთი ქვედა ზღვრად 30 წელი შეარჩიეს, რადგან მათ სურდათ ვნების განხილვა მამაკაცებთან, რომლებიც უკვე აღარ იყვნენ "ახალგაზრდა", მაგრამ არც "მტკიცედ ზრდასრულ ასაკში" იმყოფებოდნენ.
მამაკაცებმა მოიფიქრეს 23-23 პასუხი, რაც მათ სექსუალურ აღგზნებასა და ჩაქრობაზე პასუხისმგებელი, თუმცა საბოლოოდ, მათი უმრავლესობა 3 ძირითად ფაქტორად ფორმირდა.
3 რამ, რაც ყველაზე მეტად აღაგზნებთ მამაკაცებს
1. როდესაც გრძნობს, რომ სასურველია. ეს არის # 1 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სურვილზე. მამაკაცების თითქმის მეოთხედი (73 პროცენტი) ამბობს, რომ ეს გრძნობა კრიტიკულია მათი ლიბიდოსთვის.
”იყოს სასურველი, ეს გრძნობა ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებაა. ყველას სურს, რომ თავი სასურველად იგრძნოს. მე მსურს ისევე ვუნდოდე მას, როგოც მე ის.“
2. მოულოდნელი სექსუალური შესაძლებლობები. მამაკაცების ორი მესამედი (66 პროცენტი) აცხადებს, რომ მათ უყვართ, როდესაც პარტნიორი გაუთვალისწინებელ სექსუალურ თამაშებს იწყებს. ბევრი მამაკაცი აღნიშნავს, რომ მათი სქესი, როგორც წესი, წინასწარ დაგეგმილია. მაგრამ მათივე თქმით, სპონტანურობა ძალიან აღაგზნებთ, განსაკუთრებით კი, თუ პარტნიორია ინიციატორი.
”სპონტანურობა, ეს საუკეთესო შეგრძნებაა.”
3. ემოციური კავშირი. მამაკაცების ნახევარზე მეტი (53 პროცენტი) ადასტურებს, რომ სექსუალური აღგზნებისთვის მათ სჭირდებათ ემოციური კავშირი პარტნიორთან. მამაკაცების თქმით, ყველაზე ამაღელვებელია გულწრფელი საუბრები სექსზე.
”სექსუალური ურთიერთობისთვის სასარგებლოა, როდესაც ადამიანები თავიანთ სექსზე საუბრობენ. როდესაც შეგიძლია ისაუბრო იმაზე, რაც გინდა და მოგწონს, ეს ხელს გიწყობს კიდევ უფრო გულწრფელი გახდე.“
3 რამ, რაც ყველაზე მეტად აქრობს მამაკაცის ვნებას
1. ავადმყოფობა. კვლევის მონაწილეთა უმეტესობისთვის (60 პროცენტი) ავადმყოფობა ის ფაქტორია, რაც მათ ლიბიდოს კლავს.
”როდესაც ცუდად ვარ, ჩემი სექსუალური სურვილები უბრალოდ ქრება.”
2. უარყოფა. მამაკაცთა უმეტესობამ (60 პროცენტმა) აღნიშნა, რომ ქრონიკული სექსუალური უარყოფა აქრობს მათ ვნებებს.
"ეს ნიშნავს, რომ მას უბრალოდ აღარ ვაინტერესებ.“
3. დაძაბული ემოციური კავშირები. მამაკაცების უმრავლესობამ (57 პროცენტმა) თქვა, რომ მათ არ შეეძლოთ გამიჯნონ ლიბიდო და ემოციური სიახლოვე.
”მსურს ემოციურად იგივეს ვგრძნობდე, რასაც ის. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მე სექსი არ მინდა.
ადვილია იმის მტკიცება, რომ კაცებს გონებაში მხოლოდ ერთი რამ, სექსი აქვთ. უზარმაზარი სამეცნიერო ლიტერატურა ადასტურებს, რომ ქალებთან შედარებით, კაცები უფრო ხშირად ფიქრობენ სექსზე და უფრო გახსნილები არიან შემთხვევითი სექსისთვის. მაგრამ მეორეს მხრივ, კვლევებით დასტურდება, რომ ბევრი მამაკაცი ასე არ გრძნობს თავს. კაცების სექსუალობა ისეთივე უნიკალურია, როგორც დნმ.
მითია, რომ მამაკაცი „მონადირეა“, ხოლო ქალი „მსხვერპლი“. სინამდვილეში, როდესაც მამაკაცები ზრდასრული ადამიანები ხდებიან, მათი სექსუალური სურვილები სულ უფრო ემთხვევა ქალების გრძნობებს.
ასევე მითია, რომ სექსუალურად, ქალები და მამაკაცები სხვადასხვა პლანეტაზე ბინადრობენ - კაცები მარსიდან არიან, ხოლო ქალები ვენერადან. სინამდვილეში, ყველა სქესი ერთი პლანეტიდან, დედამიწიდან იღებს სათავეს. აქ კი ყველა ადამიანი, მათი ხასიათი და სექსუალური ვნებები უბრალოდ უნიკალური და განსაკუთრებულია.
trend.ge