TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
  • 10 ფილმი მათთვის, ვისაც ძლიერი ემოციების არ ეშინია (ვიდეო)

    ხანდახან განტვირთვისთვის მარტივი და სახალისო ფილმის ყურება გვინდა, ხანდახან კი – პირიქით, ადამიანურ ემოციებში ჩაფლობა გვირჩევნია. დღევანდელ კოლექციაში ჩამოთვლილი ფილმები ადამიანურობაზე, ბედისწერასა და თანაგრძნობაზეა, რომლებიც ემოციებით აგავსებთ და სულ ოდნავ მაინც შეცვლის თქვენში რაღაცას. თუ უაზრო მძაფრ-სიუჟეტიანი და კომედიური ფილმებით დაიღალეთ, ეს ფილმები თქვენთვისაა:

    "ფილომენა" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2013)
    სტივენ ფრირსის დრამა, რომლის სცენარიც პოლიტიკური ჟურნალისტის მარტინ სიკსმიტის წიგნის “ფილომენა ლის დაკარგული ბავშვი” მიხედვით დაიწერა. ახალგაზრდა ირლანდიელმა ფილომენამ ვაჟი გააჩინა, როდესაც ჯერ მოზარდი იყო, ამიტომ, როგორც ზნედაცემული, ის მონასტერში გაგზავნეს, ბავშვი კი ამერიკელმა ოჯახმა იშვილა. მონასტერში ფილომენამ უამრავი დამცირება გადაიტანა, მაგრამ მოგვიანებით თავის დაღწევა მოახერხა და წლების მანძილზე ცდილობდა შვილის პოვნას. ფილმი ოსკარის ოთხ და ოქროს გლობუსის სამ კატეგორიაში იყო ნომინირებული.



    "მოსამსახურე" (2011)
    "მოსამსახურე" ქეთრინ სტოკეტის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა, რომლის რეჟისორიც ტეიტ ტეილორია. მოვლენები 1960-იან წლებში მისისიპის შტატში ვითარდება, როდესაც ამერიკაში შავკანიანები სამოქალაქო უფლებების უფლებებისთვის იბრძოდნენ. ემა სტოუნის პერსონაჟმა ახლახანს დაამთავრა უნივერსიტეტი და სახლში ბრუნდება, პატარა ქალაქ ჯექსონში, სადაც არასდროს არაფერი ხდება. ის ოცნებობს გახდეს მწერალი და მსოფლიო დაიპყროს, მაგრამ პატიოსან გოგოს სამხრეთიდან, ასეთი სულელური ილუზიები არ ეკადრება… ოქტავია სპენსერმა, რომელმაც მოსამსახურის როლი შეასრულა, ოქროს გლობუსი და ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში მიიღო.




    "ცხოვრება მშვენიერია" (1998)
    რობერტო ბენინის იტალიური ტრაგიკომედია, რომელმაც გამოსვლისთანავე მოიპოვა საყოველთაო აღიარება. მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამას და მის პატარა შვილს. იტალიელი მეუღლე ნებაყოფლობით გაჰყვა მათ გზას. ფილმმა კანის კინოფესტივალის გრან პრი მიიღო და ოსკარის 7 ნომინაციიდან სამში გაიმარჯვა: ორი ოსკარი ბენინიმ მიიღო კატეგორიებში ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის და ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, ნიკოლა პოვანიმ კი ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის მიიღო.




    "ველურ პირობებში" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2007)
    შონ პენის ფილმი, რომელიც ჯონ კრაკაუერის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებს ეყრდნობა. რთული წარმოსადგენია, რა ხდება ახალგაზრდა ადამიანის გონებაში, თუ ერთ დღესაც ის მშვენიერი ცხოვრების, პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის და ოჯახის მიტოვებას გადაწყვეტს. ფილმში მთავარ როლს ემილ ჰირში ასრულებს. ფილმი ოსკარზე საუკეთესო მონტაჟისთვის, ჰალ ჰოლბრუკი კი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში იყო ნომინირებული.



    "ფუტკრების საიდუმლო ცხოვრება" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2008)
    ფილმი სულგრძელობასა და კეთილშობილებაზე, რომელიც სიუ მონკ კიდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. მთავარ როლებს დაკოტა ფენინგი და ქუინ ლატიფა ასრულებენ. მოქმედება 1864 წელს სამხრეთ კაროლინაში ვთარდება. პერსონაჟები სირთულეების მიუხედავად ახერხებენ გააგრძელონ ცხოვრება, სიყვარული, რწმენა და ყველაფრის მიუხედავად ადამიანურობის შენარჩუნებასაც ახერხებენ. ეს არის ფილმი, რომელიც ადამიანურობას აღვივებს.




    "ლომი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2017)
    ფილმის სიუჯეტი ინდოელი ბიჭის სარუ ბრიერლის ცხოვრების ისტორიას ეყრდნობა, რომელიც მან ავტობიოგრაფიულ წიგნში “გრძელი გზა სახლისკენ” აღწერა. ის გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა, და ხუთი წლის ასაკში დაიკარგა. მიუხედავად ასეთი პატარა ასაკისა, მან მოახერხა გადარჩენილიყო და ბედისწერამ მას ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მისცა. გარტ დევისის ფილმის პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ოსკარის 6 კატეგორიაში იყო ნომინირებული, მათ შორის საუკეთესო სურათისთვის.




    "შინდლერის სია" (1993)
    ბენინის “ცხოვრება მშვენიერია” და “შინდლერის სია” საკმაოდ ხშირად ხვდებიან ჩვენს კოლექციებში და რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ემოციურ ფილმებზე, მათ ვერ დავივიწყებთ. სტივენ სპილბერგის ისტორიული დრამა, რომელზეც დღემდე ლაპარაკობენ და რომელიც რეჟისორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამშევრად ითვლება. ფილმის სლოგანად გამოყენებულია ციტატა თალმუდიდან: “ის, ვინც გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, გადაარჩენს მთელ სამყაროს”. ლიამ ნისონი ასრულებს ოსკარ შინდლერის როლს, რომელმაც ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან.



    "ვეშაპების შუქურა" (2016)
    ჟერარდო ოლივარესის ესპანურ-არგენტინული დრამა, რომელიც არგენტინაში, ვალდესის ნახევარკუნძულზეა გადაღებული. ულამაზესი ფილმი არგენტინის ფირუზისფერი ოკეანით და მთებით. ფილმი ერთი მხრივ საბავშვოა – ეს არის ისტორია ადამიანის და ვეშაპის მეგობრობაზე, პატარა ბიჭს აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა ბუნებასთან შეხებისთანავე. მეორე მხრივ კი – ეს კლასიკური მელოდრამაა. თუმცა ამ იდილიურ გარემოს თან სოციალური პრობლემებიც სდევს.




    "გუნდის მომღერლები" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2004)
    ფრანგული ფილმი, რომლის რეჟისორიც კრისტოფერ ბარატიეა, რთულად აღსაზრდელი ბიჭების ინტერნატზე მოგვითხრობს, რომელშიც ახალი მასწავლებელი მივიდა. სცენარი ბარატიეს და ფილიპ ლოპე-კიურვალის დაწერილია, რომელიც 1945 წლის ფილმის “გალია ბულბულებით” ადაპტაციაა. ფილმის მოქმედება 1949 წლის საფრანგეთში ვითარდება. ახალბედა მასწავლებელს არ მოსწონს ის მეთოდები, რომელსაც სასწავლებლის რექტორი მიმართავს და სკოლის გუნდის შექმნას გადაწყვეტს. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის იყო ნომინირებული.



    "პიანისტი" - უყურეთ CROCONET.GE-ზე (2002)
    რომან პოლანსკის ნამუშევარი, რომელიც სამი ოსკარის და კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა. ფილმი ერთ-ერთი გამორჩეული პოლონელი პიანისტის, ვლადისლავ შპილმანის ავტობიოგრაფიის მიხედვთაა გადაღებული. ფილმის მთავარი გმირი, ვლადეკი, იქამდეა ხელოვნებით დაკავებული, სანამ პოლონეთის ტერიტორიას ნაცისტები არ დაიკავებენ. მთავარი როლს ედრიენ ბროუდი ასრულებს, რომელმაც ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მიიღო.


    310 ნახვა
    13-04-2021, 12:39