თეგებით ძიება

გუმათში აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაძაბულობაა

სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან, სადაც "რიონის ხეობის მცველებმა" საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაძაბულობაა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პოლიციამ მოხსნას გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცეს მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ.

მანამდე, პოლიციის უფროსმა „რიონის ხეობის მცველებს“ განუცხადა, რომ „გონივრულ ვადას“ აძლევს გზის გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „პროპორციული ძალის გამოყენებით“ დაიმუქრა.

ცნობისთვის, "რიონის ხეობის მცველებმა" დღეს საღამოს საავტომობილო გზა გადაკეტეს და "ენკას" მანქანებს არ ატარებდნენ. გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა