თეგებით ძიება

10 რჩევა, როგორ ამოიცნოთ ტოქსიკური ურთიერთობა

წყვილს შორის ყველაზე რთული ტოქსიკური ურთიერთობის გაძლებაა, სადაც ან გოგო ან ბიჭი აუცილებლად უბედურია და მათი სიყვარული უმჯობესია მალევე დამთავრდეს. ტოქსიკური ურთიერთობები ფსიქიკას ანგრევს, აზიანებს ადამიანს და ჯანსაღი ურთიერთობების სურვილს უკარგავს. ფსიქოლოგების თქმით, არსებობს თვისებები, რითიც თქვენ შეგიძლიათ ტოქსიკური ადამიანი და ურთიერთობა ამოიცნოთ.

თუ პარტნიორს გრძნობებს უზიარებ, ის გისმენს და გეუბნება, რომ ძალიან მგრძნობიარე ხარ და ამდენი სენტიმენტებით გრძნობებს აუფასურებს. დროა, დაფიქრდე იმაზე, რომ პარტნიორს შენი მოსმენა არ სურს და თქვენი ურთიერთობა ტოქსიკურია.

როდესაც პარტნიორი ყოველთვის შენ გადანაშაულებს. ეს რჩევა ყველა ქალბატონს გამოადგება. თუ თქვენი მეორე ნახევარი მუდამ, ყველაფერში თქვენ გდებთ ბრალს, მაშინაც კი როდესაც ეს თქვენ არ დაგიშავებიათ. დროულად დაასრულეთ ურთიერთობა ის ტოქსიკურია.

ხშირად ტოქსიკურ ურთიერთობაში წყვილები ერთმანეთს იზოლაციაში აქცევენ, ისინი ერთმანეთს არ აძლევენ საშუალებას ხშირად ნახონ მეგობრები, ახლობლები და თუ წყვილი უკვე ცოლ-ქმარია, ერთმანეთს ოჯახის წევრების ნახვასაც კი უკრძალავს, ასეთი ურთიერთობა ტოქსიკურია.

როდესაც თქვენი პარტნიორი მსხვერპლის როლში გამოდის და გაიძულებთ ყველა სიტუაციაში ნუგეში თქვენგან მიიღოს, ასეთი ურთიერთობაც ტოქსიკურია.

თუ ურთიერთობაში სტრესს, მღელვარებას და მუდმივ ნერვიულობას გრძნობთ, დროა დაფიქრდეთ ტოქსიკურ ურთოერთობაზე. სიყვარული სტრესი არ არის, ის ბედნიერება და სიამოვნებაა, ამიტომ დროზე გაეცალეთ ყველანაირ ნეგატიურს.

კოშმარები და ცუდი ძილი ესეც ტოქსიკური ურთოერთობის ერთ-ერთი ნიშანია, დაუშვებელია შეყვარებულ ადამიანს კოშმარები ტანჯავდეს, ესეიგი თქვენი პარტნიორი გსტრესავთ და ქვეცნობიერში ნეგატიურ სიგნალებს გიგზავნით.

თუ თქვენ მალავთ ყველაფერს რაც მეგობრებსა და ოჯახს ეხება და პარტნიორს არაფერს უყვებით, ესეიგი ეს ურთიერთობაც ტოქსიკურია. ურთიერთობაში საუბარი, გრძნობებისა და განცდების გაზიარება აუცილებელია, დამალვა კი ტოქსიკურობის ნიშნანია.

როდესაც თქვენ პარტნიორის ცუდი ხასიათის გამართლებას ცდილობთ და ყველას უმტკიცებთ რომ კარგი ადამიანია, თუმცა მძიმე ხასიათი აქვს. ასეთი ურთიერთობა ტოქსიკურია. შიში იმისა, რომ ის ვინმეს არ მოეწონება და თქვენ პარტნიორის თვისებებს ფუთავთ, ტოქსიკურობაზე მიგვანიშნებს.

პარტნიორის მუდმივი კონტროლი, ისტერიული რეკვა და მუდმივი ესემესებიც ერთგვარი ტოქსიკურობაა, რომელიც აუცილებლად დაღუპავს თქვენ ურთიერთობას.

"დროა, შენი მეგობრები აღარ ნახო" - თუ ეს სიტყვები ერთხელ მაინც მოგისმენიათ, დაასრულეთ ურთიერთობა ის ტოქსიკურია.

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა