თეგებით ძიება
14. 04. 2021 News-ები

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 - საგნის წაშლის, დამატების, გამოცდის ენის შეცვლის ვადა 15 აპრილის 18:00 საათზე იწურება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციის ამ ეტაპზე აბიტურიენტს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლის შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

აბიტურიენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვერ აირჩევს პროგრამებს, თუ არ ექნება მითითებული რელევანტური საგნები. აქედან გამომდინარე, ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პირველი, ძირითადი ეტაპი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გამოიყენოს შენახვის ღილაკი და დაიმახსოვროს შესაბამისი ცვლილება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა