არასოდეს უღალატო საკუთარ თავს! თუ გზა არ არის, თავად დააგეთ - რჩევები პერსონალური ქოუჩისგან
პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და მოტივატორი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სამოტივაციო სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ და გაიუმჯობესოთ მდგომარეობა, თუ ეს ნამდვილად გსურთ, მაგრამ თავს იკავებთ გარკვეული სტერეოტიპების გამო.
"არ გაჩერდეთ! თქვენ გააჩერეთ, თქვენ არ გაჩერდეთ!
არასოდეს დაუშვათ, რომ თქვენს მიზნებზე უარი თქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას ეს მიზანი ფანტაზიად მიაჩნია ან სისულელედ ან შეიძლება სრულად არც აწყობს!!!
არასოდეს დაუშვათ მხოლოდ იმიტომ, რომ გაგაქილიკეს, დაგცინეს ან გაიფიქრეს გიჟიაო, ან არ გენდნენ, ვერ შეგაფასეს, ან არ მოსწონთ, თქვენს მიზნებსა თუ ოცნებებზე თქვათ უარი!
არასოდეს დაუშვათ სხვებმა გატარონ თავიანთი გზებით ან წესებით!
თქვენ თქვენი გზა ნახეთ და, თუ არ არის, ადექით და დააგეთ იგი!!!
წესები ადამიანებმა დაწერეს, ჩვენნაირმა ადამიანებმა,თქვენც შეგიძლიათ თქვენი დაწეროთ!
თავიდან დაგცინებენ... ზოგი უარგყოფთ... ზოგიერთი დისტანცირდება... ზოგი "მოიპარავს"... ზოგი გეტყვის რომ "შეუძლებელია"...
და თუ მიყვები და საკუთარ სურვილებს, ხედვებს, ქმედებებს დაიცავ, შექმნი, თავიდან დაწერ... შემდეგ ყველა მობრუნდება, ტაშს დაგიკრავს, დაავიწყდება როგორ არ გენდო!!!
არასოდეს დაუშვა, რომ შენი სიცოცხლე, რომელიც სულ რამდენიმე ათეულ წელიწადს მოიცავს, ვერ მართო და მისი საჭე ყველას ეჭიროს, ყველას შენს გარდა!
და თუ რომელიმე გზა არ არის, როგორც გითხარი, ადექი და თავად დააგე!
არასოდეს უღალატო საკუთარ სურვილებს, მიზნებს, გრძნობებს, განცდებს, ოცნებებს, საკუთარ რწმენას!
არასოდეს აქციო ზურგი საკუთარ თავს, ეს ყველაზე არასაპატიო ზურგისქცევაა დედამიწაზე!
"მე რა მინდა?!" "მე როგორ მინდა?!" "მე შემიძლია!"
ეს საკუთარ გვარს და სახელს მიუმატეთ, მიაწერეთ... და ეს კითხვები, რწმუნებულება დღის წესრიგად გაიხადეთ
ყოველდღე კითხეთ საკუთარ თავს თუ როგორ არის და რითი იქნება ის ბედნიერი, სხვას კი არა თავად მას რა სურს?!"