3 რამ, რასაც კაცი სექსუალურ სიახლოვეზე მეტად საჭიროებს
"იყავით იმის ანარეკლი, რისი დანახვაც სხვაში გსურთ. თუკი სიყვარულს ეძებთ, მაშინ თავად უნდა გიყვარდეთ, თუკი გულწრფელობა გინდათ, მაშინ თავად იყავით გულწრფელი, თუკი პატივისცემა გსურთ, მაშინ გამოხატეთ პატივისცემა სხვების მიმართ, თქვენ საპასუხოდ იღებთ იმას, რასაც გასცემთ." ინტიმური სიახლოვე წყვილებს ურთიერთობის განმტკიცებაში ეხმარებათ და უფრო ღრმა საფეხურზე გადაჰყავხართ, თუმცა საქმე იმაშია რომ ჰარმონიული კავშირისთვის არამარტო სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება არის საკმარისი...
1. ურთიერთგაგება
ყველამ ვიცით, რომ სექსუალური სიახლოვე ეს ვნების ფიზიკური გამოხატულებაა, რომელსაც ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ, მაგრამ თუკი ძალისხმევას არ დაიშურებთ იმის გასაგებად რას გრძნობს თქვენი პარტნიორი, ურთიერთობა ბევრად ძლიერი იქნება. მაშინ როდესაც ერთმანეთის მიმართ მთელი სიწრფელით გამოხატავთ გრძნობებს აუცილებელია, საპასუხოდ მოისმინოთ პარტნიორის ნამდვილი გრძნობები და ემოციები, რაც აუცილებლად გააუმჯობესებს ურთიერთობის ხარისხს. ურთიერთგაგება აუცილებელია ყველასთვის, ვინაიდან საპასუხოდ ყველას სურს მიიღოს ის რასაც გასცემს გულით.
2. მიმღებლობა
ხშირად გაუთვითცნობიერებლად ვოცნებობთ სხვაგვარ რაღაცეებზე, მაგალითად გვინდა რომ საყვარელი ადამიანი განსხვავებულად იქცეოდეს, ასეთი ფიქრები შედეგად რეალობაზე კონცენტრირებაში ხელს გვიშლის. შეეცადეთ პარტნიორთან ძლიერი ემოციური კავშირი ჩამოაყალიბოთ, ნუ აკრიტიკებთ გამუდმებით, ეს უთანხმოებებს გაზრდის მხოლოდ და მხოლოდ. იცოდეთ რომ იდეალური ადამიანები და იდეალური ურთიერთობები არ არსებობს.
3. გულწრფელობა
სექსუალური სიახლოვე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ურთიერთობაში ნდობის გასამყარებლად, მაგრამ თუკი არ ხართ გულწრფელი, მაშინ პასუხად იმავეს მიიღებთ. ბოლოს და ბოლოს ტყუილზე ურთიერთობის აგება ცუდ შედეგამდე მიგიყვანთ. თუკი მნიშვნელოვანია თქვენთვის პარტნიორი იყავით გულწრფელი.
marao.ge