თეგებით ძიება

რიონის ხეობის მცველები მთავრობის წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა იქნება

რიონის ხეობის მცველები მთავრობის წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა იქნება.

როგორც "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებლი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, პრემიერის დავალებით დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მათ შემთხვევით მედიისგან გაიგეს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები დაიძვრებიან ქუთაისისკენ, შეხვედრაზე კი ორგანიზატორები შევლენ.

"ჩვენ წარმომადგენლები შევალთ, გადავიღებთ შეთანხმებას, რომ არ მოხდეს გაუგებრობა, რამეზე ხომ არ მოხდა შეთანხმება საზოგადოებისგან გვერდის ავლით. მოხარული ვიქნებით თუ მედიასაც ექნება დასწრების საშუალება. ჩვენ არ დავესწრებით თუ არ მოგვეცემა ვიდეო გადაღების საშუალება. თუ ისინი ამ ტიპის გამჭვირვალობაზე არ წამოვლენ, როცა ამგვარი საჯარო ინტერესია, ეს არის მათი პრობლემა. ჩვენი ნომერ პირველი პირობაა, რომ ესენი ალაგდეს აქედან, რომ რეპრესიულ გარემოში არ გვიწევდეს ყოფნა, შემდეგ ვნახოთ რამდენად იქნება ადეკვატური გარემო დიალოგის გაგრძელებისთვის. ვნახოთ რა სტატუსით მოდის ეს ხალხი, გადაწყვეტილების მიმღებები არიან თუ არა. ტელეფონზე და განცხადებით ამ დასკვნას ვერ გამოვიტანთ," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა