თეგებით ძიება

გიორგი რურუა მიმართვას ავრცელებს

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, მსჯავრდებული გიორგი რურუა მიმართვას ავრცელებს.

"კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა გიორგი მუმლაძეს, გამორჩეულ მოქალაქეს და პატრიოტს, რომლის დაკავებაც უფრო მეტ პოლარიზებას და განხეთქილებას გამოიწვევს.ასევე ჩემი მხარდაჭერა პატრიოტ ძმებ წულუკიძეებს და ძმებ ჭელიძეებს.

რაც ხდება ნამოხვანში,თბილისსა და ბათუმში ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ყალიბდება ჯანმრთელი, ძლიერი და სამართლიანი საზოგადოება.
ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს და ყველა ქალს, თქვენ ხართ მაგალითი, თუ როგორ უნდა დავიცვათ და მოვიპოვოთ ჩვენი უფლებები", - წერს სოციალურ ქსელში რურუა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა