თეგებით ძიება

ნინუცა მაყაშვილი - ძალიან რთულია ამის ხმამაღლა თქმა იმიტომ, რომ გრცხვენია, გეშინია...

მსახიობი და ტელეწამყვანის, ნინუცა მაყაშვილის თქმით, მის მიერ ძალადობის შესახებ 11 წლის შემდეგ საუბარი ემსახურება იმას, რომ მსხვერპლი ქალები დაარწმუნოს, ჩუმად არ იყვნენ.

როგორც მაყაშვილმა "რუსთავი2"-ის ეტერში განაცხადა, ძალიან რთულია საკუთარ თავზე განცდილ ძაალდობაზე ხმამაღლა თქმა იმიტომ, რომ გრცხვენია, გეშინია და არ ხარ ამისთვის მზად.

"ძალიან რთულია ამის ხმამაღლა თქმა იმიტომ, რომ გრცხვენია, გეშინია და არ ხარ ამისთვის მზად. თუნდაც თერთმეტი წელი იყოს, მე ამ დღემდე მოვდიოდი, რა მნიშვნელობა აქვს ამას 11 წელი დასჭირდებოდა თუ 21 წლის მერე ვიტყოდი. ჩემი მიზანი არ იყო ის, რაც ახლა მოხდა და რა კუდებიც გამოება, ჩემი მიზანი იყო სწორედ ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი რაც "რუსთავი2"-ში ვმუშაობ, ვინც მსგავს სიტუაციაშია და ძალიან ბევრჯერ შევეხე ამ თემას და მე როგორც აქედან გაზრდილი და გაძლიერებული ადამიანი, ყველაფერ გადალახული, თავი ჩავთვალე საჭიროდ და ეს ნაბიჯი საჭიროდ, რომ ამ ქალებისთვის მეჩვენებინა, რომ ის რა მდგომარეობაშიც ისინი არიან და რაზეც ფიქრობენ, რომ ეს არის ნორმა, რასაც მეც ვფიქრობდი 11 წლის წინ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრება და ასე უნდა მეცხოვრა. მე ამ ქალებისთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ აღარაა ის დრო, რომ ჩუმად ვიყოთ. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამაზე," - განაცხადა ნინუცა მაყაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა