თეგებით ძიება

მომსდევს ეს მოძალადე რომ მცემოს, შევრბივარ ეზოში და ქალს ვეხვეწები... - ია ფარულავა

მსახიობი და ტელეწამყვანის, ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება ძალადობრივი შემთხვევებით იყო სავსე.

როგორც მსახიობმა "რუსთავი2"-ის ეტერში განაცხადა, ხშირად ქალებს მოძალადეები უყვართ.

"ჩემთვის ძალიან ახლობელი თემა არის, ჩემი პირველი ქორწინება როდესაც ვიყავი 17 წლის იყო ძალადობით აღსავსე. პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, მეც ცოტა ვურტყამდი. დახმარება მაშინ ვისთან უნდა მეთხოვა, მრცხვენოდა მეთქვა ჩემი ოჯახისთვის. 1984 წელია, მომდევს ეს მოძალადე რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში და ქალს ვეხვეწები რომ შემიშვით, ვაკაკუნებ და იმ ქალმა კარი არ გამიღო... ფილმში "ფესვები" ის რატოა ღამის სცენა? იმიტომ რომ ღამით ჩუმად გავიპარე რომ ფილმში გადამეღო და როდესაც ამის შესახებ გაიგო. ერთი მაგარი მჟეჟა. მე გამოვიქეცი, მაგრამ ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე მანიპულატორია და გაცოდებს თავს," - განაცხადა ია ფარულავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა