თეგებით ძიება

"ეს იქნება უკანასკნელი დღე და ეთერი..." - რას ამბობს ნინუცა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი, ნინუცა მაყაშვილი აცხადებს, რომ ეს იქნება უკანასკნელი ეთერი, როდესაც ის ოჯახური ძალადობის შესახებ საუბრობს და მომავალში საჯაროდ ამის შესახებ აღარ ისაუბრებს. ამის შესახებ მაყაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

"დღეს ამ გადაცემაში ეს იქნება უკანასკნელი დღე და ეთერი, როდესაც მე ამ თემაზე ვისაუბრებ და სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, არ ვიცი ვისთვის როგორ, მე ამ თემაზე აღარ ვისაუბრებ საჯაროდ და ტელევიზიით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრე, ყველა ტელევიზიასთანაც და რა თქმა უნდა, ყველასთვის ღია ვიყავი.

11 წლის მერე, 20 წლის მერე, თუ 30 წლის მერე, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის ის, რომ უბრალოდ გათავისუფლდეთ. ძალიან ბევრი ქალბატონი, რომლებიც სხვათა შორის, ახლა მე მეხმიანებიან და ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ რაღაცნაირად მათ ჩემში იპოვეს ხსნა, მე ყველა ქალბატონისთვის ღია ვარ და ყველას აუცილებლად ვუპასუხებ და შეუძლიათ, რომ მომწერონ კიდევაც. ძალიან ბევრი ახლაც მეუბნება, რომ ძალიან დიდი მადლობა შენ გამბედაობისთვის, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავი ჩვენი ხმა," - განაცხადა "ღამის კურიერის“ ეთერში ნინუცა მაყაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა