თეგებით ძიება

ფილმ “ფესვებში” გადაღების გამო, ია ფარულავა ქმარმა ცემა - რას ყვება მსახიობი

მსახიობისა და ტელეწამყვანის, ია ფარულავას განცხადებით, ფილმ “ფესვებში” მონაწილეობის გამო ქმარმა სცემა. ამის შესახებ ფარულავამ "რუსთავი2"ის ეთერში განაცხადა.

"ჩემთვის ძალიან ახლობელი თემა არის, ჩემი პირველი ქორწინება როდესაც ვიყავი 17 წლის იყო ძალადობით აღსავსე. პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი, მეც ცოტა ვურტყამდი. დახმარება მაშინ ვისთან უნდა მეთხოვა, მრცხვენოდა მეთქვა ჩემი ოჯახისთვის. 1984 წელია, მომდევს ეს მოძალადე რომ მცემოს, შევრბივარ იტალიურ ეზოში და ქალს ვეხვეწები რომ შემიშვით, ვაკაკუნებ და იმ ქალმა კარი არ გამიღო... ფილმში "ფესვები" ის რატოა ღამის სცენა? იმიტომ რომ ღამით ჩუმად გავიპარე რომ ფილმში გადამეღო და როდესაც ამის შესახებ გაიგო. ერთი მაგარი მჟეჟა. მე გამოვიქეცი, მაგრამ ხშირად ქალებს ეს მოძალადეები უყვართ. მერე ეს მოძალადე მანიპულატორია და გაცოდებს თავს," - განაცხადა ია ფარულავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა