თეგებით ძიება

სანელებლიანი „აკროშკა“ კეფირით

ინგრედიენტები:

კეფირი 1 ლ

საშუალო ზომის კიტრი 3 ც.

მოხარშული ჭარხალი 2-3 ც.

კვერცხი 3-4 ც.

ქათმის თეთრი ხორცი 500 გ

ბოლოკი 5-6 ც.

მწვანე ხახვი 4-5 ც.

ოხრახუში გემოვნებით

კამა მოსართავად

მდოგვი 1-2 ს.კ.

ცივი ანადუღარი წყალი 150 მლ

მომზადება:

მოხარშეთ ქათამი და კვერცხი (მაგრად). ახალი კიტრი და მოხარშული ჭარხალი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაჭერით მწვანე ხახვი, ოხრახუში და ბოლოკი. როცა გაცივდება ქათმის ხორცი და კვერცხი, დაჭერით პატარა ნაჭრებად. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთ ჯამში.

კეფირში დაუმატეთ ცივი ანადუღარი წყალი, შეურიეთ მდოგვი, მარილი და კარგად აურიეთ.
გადაიღეთ „აკროშკა“თეფშებზე და დაასხით კეფირის ნარევი. მორთეთ მოხარშული კვერცხით, კამით და ბოლოკის რგოლებით.

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა