თეგებით ძიება

რაც უფრო ხშირადაა ადამიანი სექსით დაკავებული, მით უფრო წარმატებული კარიერა აქვს

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნით, რაც უფრო აქტიური სექსუალური ცხოვრება აქვს ადამიანს, ანუ რაც უფრო ხშირად კავდება ის სექსით, მით უფრო კონცეტრირებული ხდება სხვადასხვა საკითხებზე, დეტალებზე, მით უფრო ეფექტურად შეუძლია ამა თუ იმ პრობლემიდან გამოსავლის პოვნა, რის გამოც, წარმატებულია კარიერაში.

კვლევა გამოქვეყნდა გამოცემაში - Journal of Management, მასში 159 დაქორწინებული და ამავდროულად, დასაქმებული ადამიანი მონაწილეობდა. ორი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე, კვლევაში ჩართული ადამიანები ავსებდნენ სპეციალურ კითხვარს, რომელიც შეეხებოდა მათ სექსუალურ ცხოვრებას და განწყობას.

პასუხების გაანალიზების შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ადამიანებს ჰქონდათ სექსი თავიანთ პარტნიორებთან ისინი ავლენდნენ უკეთეს განწყობას მომდევნო დღეს და ამის გამო, უფრო წარმატებულები იყვნენ სამსახურებრივი პრობლემების გადაწყვეტის დროს.

„როცა ადამიანს სექსი ხშირად აქვს, ის უფრო ენერგიული და კონცენტრირებულია“, - ამბობს პროფესორი კიტ ლევიტი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ თუ სამსახურში პრობლემებია და ადამიანს სტრესულ გარემოში უწევს მუშაობა, ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს სექსუალურ ცხოვრებაზე. ეფექტი მამაკაცებისა და ქალების შემთხვევაში ერთნაირია.

პროფესორი ლევიტი იმედს გამოთქვამს, რომ ადამიანები მიხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება.

„სექსს ადამიანისთვის მოაქვს სოციალური, ემოციური და ფსიქოლოგიური სარგებელი და მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება პრიორიტეტად ვაქციოთ. იცოდეთ, რომ სექსი მხოლოდ სიამოვნების მიღების საშუალება კი არაა, არამედ მისი საშუალებით სამსახურში წარმატებას აღწევთ, რადგანაც სექსი გიმაღლებთ განწყობას, გხდით კონცენტრირებულებს, კრეტიულებს და უფრო გიმარტივდებათ გადაყვვეტილებების მიღება, პრობლემებიდან გამოსავლის პოვნა“, - ამბობს ლევიტი.
trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა