თეგებით ძიება

მამაკაცების ფსიქოლოგია ასაკის ზრდის მიხედვით

ცნობილი ფსიქოლოგის ერიკა ერიქსონის თეორიის მიხედვით, ცხოვრების ციკლი რვა მნიშვნელოვანი ეტაპისაგან შედგება და თითოეულ მათგანს თან ახლავს, გარკვეულწილად, გარდატეხის კრიზისი.

18-20 წელი. ამ პერიოდში ცხოვრების დევიზია „უნდა მოვწყდე მშობლიურ კერას“. 20 წლის ასაკში ადამიანს აწუხებს კითხვა „როგორ დავიმკვიდრო თავი უფროსების სამყაროში?“

30 წელი: ადამიანს აინტერესებს „რას მივაღწიე ცხოვრებაში?“ უნდება, ჩამოშორდეს განვლილ გზას და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. მარტოხელა ოჯახის შექმნაზე ფიქრობს, ქალს, რომელიც სახლში იჯდა და შვილებს უვლიდა, საზოგადოებასთან ადაპტაციის სურვილი უჩნდება, უშვილო ოჯახს - შვილები და ა. შ.

35 წელი: ამ პერიოდში ფიქრს ვიწყებთ ისეთ რაციონალურ თემებზე, როგორიცაა ახალი სახლი, კარგი სამსახური. ამ ასაკში ქალები აღწევენ სექსუალურობის პიკს და მეტ ყურადღებას ითხოვენ. მამაკაცებს კი კარგად ესმით, რომ სექსი ყველაფერი არ არის და „18 წლის ბიჭებივით“ ამ საქმეში თავის დამკვიდრებით აღარ არიან დაინტერესებულნი.

40 წელი: ამ პერიოდში გარკვეულწილად მთავდება „ახალგაზრდობის ასაკი“. როდესაც ცხოვრების ნახევარი თითქმის გავლილია, უფრო ნათლად ვხედავთ, თუ სად მთავრდება ის. დრო მცირდება. ამ ყველაფრის შეგრძნება კი, კრიზისს აძლიერებს. 40 წლის ასაკში ვერ ვიძენთ ახალ მეგობრებს. შანსი იმისა, რომ წინ წავიდეთ, მცირდება.

45 წელი: ეს ის ასაკია, როდესაც გვახსენდება, რომ ყველა სიკვდილის შვილები ვართ. ვისაც აქამდე არაფერი უკეთებია, დიდი ალბათობით, მისთვის ცხოვრება ბოლომდე არსებობისთვის ბრძოლა იქნება . ეს უბრალო ჭეშმარიტება ჩვენში შოკისმომგვრელია. ამ ასაკში არ გვესმის არც საკუთარი თავის და არც ერთმანეთის . სტატისტიკის მიხედვით, ამ ასაკში განქორწინებების რიცხვი ძალიან დიდია.

50 წელი: ნერვიული სისტემა გამძლე ხდება. ადრინდელივით აღარ ვაქცევთ ყურადღებას ცოლის ან ქმრის ბუზღუნს, არც უფროსის ყვირილს... ამ ასაკში ერთმანეთისაგან იოლად ვარჩევთ მთავარს და მეორეხარისხოვანს, რაც კარგ რეზულტატს გვაძლევს. ამ ასაკში ბევრს საკუთარ თავში აქამდე უცნობი ტალანტიც აღმოუჩენია, მაგალითად, კულინარიაში, ფილოსოფიაში, ან ხელოვნებაში. მიუხედავად იმისა, რომ 50 წლის ასაკში ქალისა და მამაკაცის პოტენციური შესაძლებლობები ქვეითდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა