თეგებით ძიება

როგორ ხვდება მამაკაცი, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ხართ?

რაზეა ქალი წამსვლელი იმისათვის, რომ მამაკაცი მოხიბლოს და მიიპყროს მისი ყურადღება? ყველაფერზე! მკაცრი დიეტები, მტკივნეული კოსმეტიკური პროცედურები, კოლოსალური თანხების ხარჯვა პარფიუმერიაში და ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ქალებს მართლა შეუძლიათ გაიღონ მიზნისთვის.

მამაკაცისთვის, ქალზე წვდომის კონცეფცია საკმაოდ სუბიექტურია. ქალს მარტივად შეუძლია ტანზე მომდგარი მომხიბვლელი კაბით მივიდეს ოფისში სამუშაოდ და წამიერად მოინადიროს ბევრი თანამშრომელი მამრის გული და გახდეს ადვილად მისაწვდომი; ასევე, შეიძლება იყოს ქალის კატეგორია, მივიდეს ოფისში სამუშაოდ და გახდეს იქ მყოფი ყველა მამრისთვის მეგობრული და მხიარული თანამშრომელი.

ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის თუ როგორია მამაკაცისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ქალის კონცეფცია. მაგრამ, ჩვენ კიდევ აღმოვაჩინეთ რამდენიმე პუნქტი და სწორედ დღევანდელ სტატიაში გაგიმხელთ.

როგორ ხვდება მამაკაცი, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ხართ?


1. როდესაც ის ყოველთვის ამბობს "კი".

მამაკაცი, გარდა იმისა, რომ ხვდება ადვილად ხელმისაწვდომი ხართ, ღიზიანდება თქვენს მიერ ყველაფერზე დათანხმებით და თვლის, რომ საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ.

2. როდესაც ის მაშინვე პასუხობს მის ზარს და მესიჯებს.

როდესაც ქალბატონი მუდამ კავშირზეა და მეტიც, შეუძლია გადადოს პირადი საქმეც ამის გამო, გასცემს, რომ ადვილად ხელმისაწვდომია.

3. სწრაფად თუ ცვლის პირად გეგმებს მის გამო.

როგორც კი მამაკაცი რამეს გთხოვთ და მაშინვე თანხმდებით ისე, რომ თავდაყირა აყენებთ პირად გეგმებს, გასცემს ფაქტს, რომ ხართ ადვილად ხელმისაწვდომი.

4. როდესაც ქალბატონი უფრო აქტიურად გამოხატავს სითბოს, ვიდრე მამრი...

თუ ურთიერთობისას ქალი უფრო აქტიურობს - ურეკავს, სითბოს გამოხატავს, გეგმავს გარკვეულ დღეებს და ა, შ, მგონი ღირს აღშფოთებად, რადგან ამ დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მის მიმართ მამრის სიყვარულის საკითხი.

intermedia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა