როგორ დავიძინოთ 2 წუთზე ნაკლებ დროში
მას შემდეგ, რაც სახლში დავიწყე მუშაობა, ჩემი საქმიანობის დონე მკვეთრად დაეცა. ეჭვი მეპარება, რომ სწორედ ამის გამო დამეწყო წონის მატება და უძილობაც. ადრე ჩასაძინებლად დიდხანს ლოდინი არ მიწევდა. დღე სავსე იყო საზრუნავითა და მოძრაობით. ახლა სწრაფად ვერ დავიძინებ და ეს პრობლემაა.
უძილობა ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს: თავი გტკივა, სისხლჩაქცევები ჩნდება თვალების ქვეშ, კანის ფერი უარესდება. ზოგს მადა უქვეითდება ძილის ნაკლებობის გამო, მე კი პირიქით, ყველაფერს განურჩევლად ვჭამ. ამ ღამის დაავადების დასაძლევად, გადავწყვიტე რამდენიმე უძველესი ხრიკი გამომეცადა. ისინი პირველად დამეხმარნენ სწრაფად დაძინებაში.
სრული დასვენება 20:00 საათის შემდეგ
ხშირად ჩვენ იმიტომ ვერ ვიძინებთ, რომ ზედმეტად ვართ აღგზნებულები. შეეცადეთ დაასვენოთ თქვენი ემოციები და განწყობა, შეეგუოთ მათ და დაკვირდეთ. გარემო მნიშვნელოვან როლს ასრულებს უძილობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თუ გსურთ ადრე დაძინება, მოამზადეთ სხეული ძილისთვის: ჩააქრეთ შუქები, მინიმუმამდე დაიყვანეთ ხმები სახლში. ექიმები არ გვირჩევენ საშინაო საქმეებისა და ვარჯიშების შესრულებას 20:00 საათის შემდეგ. თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი ადრენალინი, ასე არაა?
გადახვევის ხრიკი
თქვენ უკვე დაწექით საწოლში და მაინც არ გეძინებათ? სცადეთ გადახვევის ხრიკი. ამისათვის გაიხსენეთ თქვენი საყვარელი წიგნის ან ფილმის მონაკვეთი და შემდეგ შეეცადეთ მისი გაცოცხლება მოახდინოთ თქვენს თავში ყველა დეტალით, მაგრამ დასასრულიდან დასაწყისამდე.
ეს ამოცანა ხელს უწყობს ტვინის ინტენსიურ მუშაობას. ჯერ ერთი, თქვენ მიიღებთ დადებით მუხტს დაძინებამდე (ფილმის ყურების წარმოდგენისგან), მეორეც, დაიღლებით. სხეული კი დაუყოვნებლივ დასვენებას მოითხოვს.
გააუმჯობესეთ თქვენი სუნთქვა
სუნთქვის ტექნიკის გამოყენებით შეგიძლიათ ადვილად დაიძინოთ. ამისათვის საჭიროა მონაცვლეობით ისუნთქოთ ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე ნესტოთი. ამის ყველაზე მოსახერხებელი გზაა თითით ცალ ნესტოზე მოჭერა. ისუნთქეთ ნელა ისე, რომ აქცენტი არ გააკეთოთ თავად სუნთქვაზე. გაიხსენეთ თქვენი შვებულება ან თქვენი ცხოვრების სხვა დადებითი მომენტები.
საქმე იმაშია, რომ უძილობის წინააღმდეგ მხოლოდ ეს მეთოდები არ მუშაობს. სწრაფად დასაძინებლად, წინასწარ უნდა მოემზადოთ ღამისთვის. დღისით უნდა დახარჯოთ მთელი თქვენი ენერგია, საღამოს დაამშვიდოთ გონება და განიავოთ ოთახი. გახსოვდეთ, ჯანსაღი ძილი ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. გისურვებთ ჯანმრთელობას!
genius.ge