5 ნაბიჯი მარტოობისგან თავის დასაღწევად
მილიონობით ქალს აწუხებს ერთი მარტივი კითხვა - როგორ დავაღწიოთ თავი მარტოობას? სად წავიდეთ და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საბოლოოდ ვიპოვნოთ ადამიანი, ვისთანაც ბედნიერ, სერიოზულ ურთიერთობას დავიწყებთ.
კარგი ამბავი ისაა, რომ მამაკაცის პოვნა არც ისე რთულია, როგორც გეჩვენებათ, თუმცა ყველა ვერ შეძლებს, რომ მარტოობის განცდისგან გაგათავისუფლოთ. ჩვენ შევაგროვეთ საუკეთესო იდეები და რჩევები, რომლებიც ერთდროულად ორი პრობლემის: მარტოხელა ცხოვრებისა და კაცის არარსებობის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან.
ნაბიჯი 1. იყავი ის, ვინც ხარ
ბევრი ქალი მამაკაცთან პირველად შეხვედრისას ცდილობს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. პრინციპში, კარგი შთაბეჭდილების მოხდენის სურვილში უცნაური არაფერია, მაგრამ ხელოვნურობამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს და მამაკაცი დააფრთხოს. იგივე ეხება მოძველებული იდეას, რომ პირველ პაემანზე ჰიპერსექსუალურად გამოიყურებოდეთ. მოკლე ქვედაკაბა და ღრმა დეკოლტეტი თქვენს მიმზიდველობაზე მეტად სასოწარკვეთილ მარტოობაზე მეტყველებს. ასეთი მესიჯი კი მამაკაცის პოვნასა და მოზიდვაში არ დაგეხმარებათ. ასე რომ, თქვენთვის ჩვეულ სტილში, კომფორტულად გამოეწყვეთ და ისე მოიქეცით, როგორც ახლობლებთან იქცევით: თბილად, მშვიდად, გულწრფელად. შეიძლება გულწრფელობით იმაზე ნაკლები მამაკაცით მოხიბლოთ, ვიდრე სექს-ბომბის იმიჯით, მაგრამ ამ მამაკაცების ხარისხი ბევრად უფრო მაღალი იქნება!
ნაბიჯი 2. ჩაატარეთ ექსპერიმენტი!
იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით. ვის აინტერესებს ქალი, რომლის ერთადერთი მიზეზი მამაკაცის ძებნა და მარტოობის წინააღმდეგ ბრძოლაა? მარტოობას მხოლოდ საყვარელი მამაკაცის არარსებობა არაა.
უპირველეს ყოვლისა, მარტოობა იქ ჩნდება, სადაც ცხოვრება უინტერესო და ცარიელია, არ არის ურთიერთობები და თავგადასავლები. დაიწყეთ მარტოობის მოშორება ახალი გატაცებით, პაემნებით, მოგზაურობით და ა.შ. დაისახეთ მიზნები, გაიხსენეთ საკუთარი ინტერესები და ვნებები, ჩაატარეთ ექსპერიმენტები და სცადეთ რამე ახალი.
გააფართოვეთ თვალთახედვის ჰორიზონტი. გაემგზავრეთ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ, ითამაშეთ სპორტული თამაშები, შეიძინეთ ახალი მეგობრები.. ნათელი, დატვირთული ცხოვრება საუკეთესო გზაა მარტოობისგან გათავისუფლებისა და საყვარელი მამაკაცის პოვნისთვის!
ნაბიჯი 3. თამამად აგრძნობინეთ, რომ მოგწონთ
ეცადეთ გაიგოთ, რომ ქალი და მამაკაცი ურთიერთობას განსხვავებულად აღიქვამენ. მამაკაცებს ხშირად ეშინიათ, რომ თქვენი ჟესტები, ხუმრობები და ფლირტი არასწორად გაიგონ. ამიტომ დახვეწილი მინიშნებები როგორც წესი, არ ესმით ან არ უნდათ, რომ გაიგონ.
თამამად და გასაგებად მიანიშნეთ, რომ მოგწონთ, მაგრამ დააკვირდით როგორ რეაგირებს ის თქვენზე! თქვენ ხომ მას გულწრფელი გრძნობა უნდა აჩვენოთ და არა კოშმარული გატაცება.
ნაბიჯი 4. იყავით გულწრფელი
ფსიქოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანები ეძებენ პარტნიორებს, რომლებსაც მათი ფსიქოლოგიური სიცარიელის შევსება შეუძლიათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ ეძებთ მამაკაცს ასე სასოწარკვეთილი? იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან.
თუ რეალურ ადამიანთან კარგი, ჯანსაღი ურთიერთობა გსურთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა და ზრახვები ჯანმრთელია.
ნაბიჯი 5. ნუ თამაშობთ
შეწყვიტეთ თამაშები. ინტრიგანებთან ურთიერთობა არავის სურს. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც თამაშები მოწონთ და სურთ, რომ თავი მონადირეებად იგრძნონ.
სერიოზული კაცების უმეტესობა, რომლებიც ნამდვილ ურთიერთობებზე, ნდობაზე, სიყვარულზე და ოჯახის შექმნაზე არიან ორიენტირებულნი, უპირატესობას გულწრფელ გოგონას ანიჭებენ, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს არ აშენებს. ასეთი მამაკაცები თქვენს სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით იღებენ და თუ ისე მოიქცევით, თითქოს მასთან ურთიერთობა არ გსურთ, ის მარტო დაგტოვებთ ...