რატომ არ შეიძლება მამაკაცებისთვის ქალის საპარსი მოწყობილობის გამოყენება?
ქალისა და მამაკაცის საპარს მოწყობილობას ერთი და იგივე კომპანიები, ერთი და იგივე ტექნოლოგიით აწარმოებენ - ერთი და იგივე დიზაინი, ერთი და იგივე მასალები და განსხვავებული ფერი. ვარდისფერი ქალებისთვის, და ლურჯი მამაკაცებისთვის ... მაგრამ მხოლოდ ესაა მათ შორის განსხვავება?
მამაკაცის საპარსი
ყველასთვის გასაგებია, რომ პარსვის პროცესი ქალებსა და მამაკაცებში არსებითად განსხვავებულია. მამაკაცები მხოლოდ სახესა და კისერს იპარსავენ, ხოლო ქალებს ედმეტი თმისმოცილება ფეხებიდან, იღლიებიდან და ბიკინის ზონიდან უწევთ ანუ თითქმის მთელი სხეულიდან. თავისთავად ცხადია, რომ განსხვავებული შემთხვევებისთვის საპარსი მოწყობილობაც განსხვავებული უნდა იყოს. მწარმოებლებმა ამაზე იზრუნეს, მაგრამ ქალების საპარსი მოწყობილობა გაცილებით ძვირი აღმოჩნდა. რატომ?
ბევრმა მწარმოებელმა აღიარა, რომ ორივე მოწყობილობის დამზადების ტექნოლოგია ერთნაირია, თუმცა ზოგი აღნიშნავდა, რომ ქალებისთვის განსხვავებული პლასტმასისგან დამზადდა, რომ სახელური უფრო საიმედო ყოფილიყო, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი დამატენიანებელ ზოლის გამო მოხდა.
ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ ქალის ჰიგიენური საშუალებების ფასი უფრო მაღალია, იმიტომ, რომ ქალბატონებს თავს უფრო მეტად უვლიან და მზად არიან ამაში უფრო მეტი გადაიხადონ. ჟურნალისტების ვერსიით, ეს ყველაფერი ჭკვიანური მარკეტინგული ხრიკია და სხვა არაფერი. ამ ვერსიის დასამტკიცებლად მათ საინტერესო კვლევა ჩაატარეს.
რედაქციებმა ორივე სქესის თანამშრომლებიდან ოც-ოცი მოხალისე შეარჩია და თხოვა, რომ 15 დღის განმავლობაში მეუღლეების საპარსი მოწყობილობით ესარგებლათ ანუ მამაკაცები ვარდისფერი საპარსით ყოველ დილით იპარსავდნენ, ხოლო ქალები ლურჯით კვირაში ორჯერ. ექსპერიმენტის შედეგი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ელოდნენ - ეს სულაც არ იყო ფსიქოლოგიის საკითხი, მოწყობილობები ნამდვილად განსხვავდებოდნენ.
აღმოჩნდა, რომ მამაკაცებმა ქალის საპარსი მოწყობილობით ხარისხიანად გაპარსვა ვერ შეძლეს - თმის ღერი ბევრ ადგილზე გაუპარსავი დარჩა, ზოგან კი არასრულყოფილად გაპარსული. ქალებიც უკმაყოფილო დარჩნენ - ლურჯი საპარსი მოწყობილობა უხეში და არაკომფორტული აღმოჩნდა. ბევრი უჩიოდა კანის გაღიზიანებას და ნაკაწრებს, თუმცა აღიარებდა, რომ გაპარსვის შემდეგ კანი უფრო გლუვი იყო, რადგან საპარსმა თმა კანთან უფრო ახლოს გადაჭრა.
ექსპერიმენტის შედეგების შეჯამების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო უკმაყოფილოები დარჩნენ - მოუწესრიგებელი სახე, არათანაბრად გაპარსული წვერი და ყოველი გაპარსვის შემდეგ კანის გართულება.
ამრიგად, კვლევამ დაადასტურა, რომ მამაკაცის საპარსი მოწყობილობა უნივერსალურია, ხოლო ქალის მხოლოდ ბიკინის დელიკატური ზონებისთვის არის შესაფერისი. ვარდისფერ საპარსებს ნაკლები პირები აქვთ, რაც წმინდად გაპარსვას უბრალოდ შეუძლებელს ხდის.
გარდა ამისა, ვარდისფერ საპარს მოწყობილობებს ბალზამით გაჟღენთილი ფერადი ზოლით დაჰყვება, რომელიც ფეხის მშრალი კანისთვის შესაფერისია, მაგრამ სახისთვის სულაც არა. ბალზამი კანს „სუნთქვაში“ ხელს უშლის და სახეზე გამონაყარს იწვევს. ასე, რომ თუ გსურთ სუფთად გაპარსულად და ლამაზად გამოიყურებოდეთ, მაშინ ქალების საპარსი მოწყობილობა უნდა დაივიწყოთ.
რაც შეეხება მამაკაცის საპარსი მოწყობილობის გამოყენებას, არჩევანი მაინც ქალებზეა და ბევრი მის გამოყენებას ამჯობინებს კიდეც. ის უფრო დიდხანს ძლებს და კანს უფრო გლუვად პარსავს, თუმცა შეიძლება ალაგ-ალაგ კანი დააზიანოს, რაც ძალიან უსიამოვნოა ინტიმური ზონებისთვის.
ჰიგიენა ძალიან ინდივიდუალური საკითხია და ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ერთი რამ უდავოა - მამაკაცმა ქალის საპარსი მოწყობილობა არასოდეს უნდა გამოიყენოს.