სხეულის ენა: რას ნიშნავს არავერბალური ნიშნები და მზერა შეხვედრისას
გაიხსენეთ, რამდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მათ გარეგნობას და ვივიწყებთ ყველაზე მნიშვნელოვანს - თანამოსაუბრის ჟესტებს.
მაგრამ ზოგჯერ მათ შეუძლიათ უფრო მეტი რამ გვითხრან ადამიანსა და მის ხასიათზე, ვიდრე მოველით.
ამიტომ, იმისთვის, რომ დანამდვილებით იცოდეთ, თუ რას გრძნობს თანამოსაუბრე თქვენთან საუბრისას და რას ფიქრობს სინამდვილეში, გადავწყვიტეთ, შეხვედრისა და კომუნიკაციის დროს არსებული ძირითადი არავერბალური ნიშნების შესახებ მოგიყვეთ.
ხელის მოძრაობა
კომუნიკაციის დროს პირის მიმართულებით ხელის აწევა ყველაზე ხშირად საუბრობს უნდობლობაზე, რომელიც პარტნიორს თქვენ მიმართ აქვს.
არის
მეორე ვარიანტიც, როდესაც ეს არაგულწრფელი დამოკიდებულების ნიშანია.
ამიტომ, გირჩევთ, კომუნიკაციის დროს აკონტროლოთ ჟესტები (ხელებიც), რომ ადამიანს არ შეუქმნათ არასწორი შთაბეჭდილება თქვენი და თქვენი გრძნობების შესახებ.
გადაჭარბებული ჟესტები - შეიძლება ჩაითვალოს გულწრფელობის გამომხატველ ჟესტად.
თუმცა, თუ ადამიანს რაიმე ინფორმაციის დამალვა ან თანამოსაუბრის ყურადღების მიქცევა სურს, ენერგიულად იწყებს ჟესტიკულაციას.
ამიტომ, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ხელების მოძრაობას, როდესაც რაიმე ინფორმაციის დამალვა გსურთ.
და თუ თქვენი თანამოსაუბრე თითებს მაგიდაზე დაჰკრავს, ეს ნიშნავს, რომ აშკარად ნერვიულობს. შესაძლოა, ეს სულაც გიჟური ემოციების და გრძნობების გამო იყოს. ამიტომ სჯობს ამაში გაერკვეთ.
ლოყაზე ხელის შემოდება კი, ზოგადად, მოწყენილობის გამომხატველ ჟესტად ითვლება.
ასე რომ, პოტენციურ პარტნიორთან საუბრისას გირჩევთ წელში გაიმართოთ და ხელები მაგიდაზე გქონდეთ.
თმა
გოგონები თმას ნაკლებად ეხებიან, როცა არ სურთ თავიანთი ემოციების გამჟღავნება.
როდესაც გოგონა თმას ეხება, ეს ისე ჩანს, თითქოს მისი გასწორება სურს, მაგრამ ეს მისი ნდობის რეალური მაჩვენებელია. მზად იყავით მისგან ყურადღების მიღებისთვის.
მომენტი, როდესაც ქალი უკან გადაიყრის თმას, შეიძლება იმავე არავერბალურ ნიშანს მივაკუთვნოთ - ეს შინაგანი თავისუფლებისა და გახსნის სურვილის ნიშანია.
ყურება
ეს, რა თქმა უნდა, არ არის ჟესტი, მაგრამ მას შეუძლია, ბევრი რამ თქვას ადამიანის გრძნობების შესახებ, რაც თქვენ მიმართ გააჩნია.
თუ მისი თვალები ფართოვდება, როცა გიყურებთ, მას მოსწონხართ. თუ პირიქით - შანსი ნაკლებად გაქვთ.
თვალებში ყურება და მზერის გაპარება (მაგალითად, მკერდისკენ) - ამაზეც ასევე ბევრი რამის თქმა შეიძლება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ეს მიუთითებს თანამოსაუბრის სექსუალურ ინტერესზე.
სხვათა შორის, სახესთან ერთად ყურადღება ღიმილსაც მიაქციეთ. სხვადასხვა სიტუაციაში, ეს ნიშნავს მოწონებას, აღფრთოვანებას და მადლიერებას.
ასე რომ, ამრიგად დარწმუნებული იქნებით, რომ თანამოსაუბრეს ნამდვილად აქვს სიმპათია თქვენ მიმართ.
ფეხის მოძრაობა
რა თქმა უნდა, მაგიდასთან ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანს როცა ვუყურებთ, იშვიათად ვაქცევთ ყურადღებას ფეხის მოძრაობებს.
მაგრამ მაინც, ზოგჯერ ამის გაკეთებაც ღირს!
მაგალითად, გადაჯვარედინებული ფეხები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ბოლომდე არ არის მიდრეკილი გულწრფელი საუბრისკენ.
დიახ და ის თქვენ არა როგორც თანამოსაუბრედ, არამედ ზოგჯერ მტრად აღგიქვამთ.
მაგრამ ფართოდ გაშლილი ფეხები პირიქით საუბრობს. ასეთ დროს ადამიანი სხვებს დომინირების სიგნალს აძლევს. ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია მამაკაცებში ფიქსირდება.
ფეხების მსგავსი განლაგების მიხედვით მამაკაცი ცდილობს ხაზი გაუსვას საკუთარ თავდაჯერებულობას.
როდესაც ატყობთ, რომ ადამიანი ვერ ისვენებს და ბევრს მოძრაობს, რაც ფეხების მოძრაობის ხშირ ცვალებადობაშიც გამოიხატება, უნდა შეცვალოთ საუბრის თემა, ან შეეცადეთ განმუხტოთ სიტუაცია.
marao.ge