თეგებით ძიება

ქართველი მილიონერების შვილების "ლავ სთორი" - ვინ არის თემურ უგულავას ქალიშვილის რჩეული? (ფოტოები)

მი­ლი­ო­ნერ თე­მურ უგუ­ლა­ვას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს. ბიზ­ნეს­მე­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის დი­დია. უგუ­ლა­ვას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან თეო ფე­რა­ძეს­თან ორი შვი­ლი, ქალ-ვაჟი ნუცა და გეგა ჰყავს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ბაია და­ვი­თა­ი­ას­თან ვაჟი. უგუ­ლა­ვას კი­დევ ერთი ვაჟი ჰყავს მსა­ხი­ობ ეკა ნი­ჟა­რა­ძეს­თან. მას ამ ეტაპ­ზე უკა­ნას­კნე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ნინი ნე­ბი­ე­რი­ძეს­თან ორი შვი­ლი ჰყავს. მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი ქორ­წი­ნე­ბი­სა, ცნო­ბი­ლია, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი შვი­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს.

ambebi.ge წერს მის პირ­ველ შვილ­ზე ნუცა უგუ­ლა­ვა­ზე, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ე­ძი­ნა. ნუცა უგუ­ლა­ვა 2016 წელს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა და წლე­ბია იქ ცხოვ­რობს.

ქართველი მილიონერების შვილების \"ლავ სთორი\" - ვინ არის თემურ უგულავას ქალიშვილის რჩეული? (ფოტოები)


მას არ უყ­ვარს სა­ჯა­რო­ო­ბა და არა­სო­დეს უსა­უბ­რია მე­დი­ა­ში პო­პუ­ლა­რულ მა­მა­ზე. უყ­ვარს და­ხუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი და ამ­ბო­ბენ, რომ მე­გობ­რე­ბის წრე­ში პრი­ვატ-ფარ­თებს თა­ვა­დაც ხში­რად აწყობს. ნუცა და­კა­ვე­ბუ­ლია სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტით და გა­ტა­ცე­ბუ­ლია იო­გა­თი. ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას.


ნუცა აქ­ტი­უ­რია ინ­სტაგ­რამ­ზე, ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს უმ­ცროს და-ძმებ­თან და რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ჩანს, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს დე­დი­ნაც­ვალ­თან ნინი ნე­ბი­ე­რი­ძეს­თან.



სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სას ნუცა აუ­ცი­ლებ­ლად სტუმ­რობს მა­მის ცნო­ბილ სას­ტუმ­როს ყაზ­ბეგ­ში. ნუცა უგუ­ლა­ვას შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა მე­დი­ა­ში, მაგ­რამ მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­თვის მწირია.



რამ­დე­ნი­მე წლის წინ ნუ­ცას დედა თეო ფე­რა­ძე გო­გო­ნას და­ბა­დე­ბას ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე იხ­სე­ნებ­და:

"ნუცა რომ გაჩ­ნდა, დე­და­ჩემ­თან ვცხოვ­რობ­დი და იმ­დენ დროს ვე­ღარ ვუთ­მობ­დი თე­მურს, რამ­დენ­საც ბავ­შვს. ფეხ­მძი­მედ რომ ვი­ყა­ვი, ეტყო­ბა, რომ არ მე­ნერ­ვი­უ­ლა, მი­მა­ლა­ვად­ნენ, სხვა რომ ჰყავ­და (მსა­ხი­ო­ბი ეკა ნი­ჟა­რა­ძე – ავ­ტო­რი) მერე გა­ვი­გე. დავ­შორ­დით. მერე შევ­რიგ­დით. რად­გან ჩემს თავ­საც ვაბ­რა­ლებ­დი, შან­სი მი­ვე­ცი. და­ვი­წყეთ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან: ახა­ლი სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მერე გეგა შეგ­ვე­ძი­ნა. მის ცხოვ­რე­ბა­ში ჩნდე­ბა კი­დევ სხვა ქალი (ბაია და­ვი­თა­ია – ავ­ტო­რი). მერე ვი­გებ, რომ იმ ქალ­თან (ეკა ნი­ჟა­რა­ძეს­თან – ავ­ტო­რი) შვი­ლი შეს­ძე­ნია. ეს გა­ვი­გე, ბავ­შვი უკვე ორი წლის რომ იყო. რა თქმა უნდა, ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი დარ­ტყმა იყო – ძნე­ლია, როცა იგებ, რომ შენს ზურგს უკან სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბე­ბი ხდე­ბა. მოკ­ლედ, ხან ჩემ­თან იყო, ხან მას­თან. ამ ქალ­მა სახ­ლი აყიდ­ვი­ნა და ერ­თად და­ი­წყეს ცხოვ­რე­ბა. მო­ვი­და და პა­ტი­ოს­ნად მი­თხრა: ასე აღარ შე­მიძ­ლია, მირ­ჩევ­ნია გი­თხრა, რომ სხვას­თან ვარო და წა­ვი­და... ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ძა­ლი­ან…." - ამ­ბობ­და თეო ფე­რა­ძე.



ნუცა უგუ­ლა­ვას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ორი თვის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გო­გო­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და მისი რჩე­უ­ლი "ვი­სო­ლის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის ლე­ვან ფხა­კა­ძის შვი­ლი, ვას­კა ფხა­კა­ძეა. ვას­კა წლე­ბია, რაც პო­პუ­ლა­რუ­ლია გო­გო­ნებ­ში.


მი­ლი­ო­ნე­რის შვილ­ზე ხში­რად იწე­რე­ბო­და მე­დი­ა­ში, რომ ქარ­თველ მო­დელ კა­ტია ასა­თი­ან­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყვი­ლი და­შორ­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ნუცა დუ­ბა­ი­ში ის­ვე­ნებ­და, სა­დაც ასე­ვე იყო ვას­კა ფხა­კა­ძე.



მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყვი­ლი სა­ერ­თო ფო­ტო­ებს არ აქ­ვეყ­ნებს, ვას­კამ ინ­სტაგ­რა­მის სთო­რი­ში ნუ­ცას ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მათ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და ვას­კას პო­პუ­ლა­რუ­ლი და, ანი ფხა­კა­ძეც. ნუ­ცა­სა და ვას­კას რო­მან­ზე თბი­ლი­სურ ბო­მონდში ბევრ სა­უბ­რო­ბენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ თბი­ლი­სის სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო ამ­ჯე­რად სა­სურ­ველ სარ­ძლო­ზე და მი­ლი­ო­ნერ თე­მურ უგუ­ლა­ვას უფ­როს ქა­ლიშ­ვილ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

ნინო გიგიშვილი
ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა