თეგებით ძიება

130 წლიანი ისტორია, რომელმაც შეცვალა ბათუმელების ცხოვრება

ბათუმელების ქალაქში ყველაზე საყვარელი ადგილი ცენტრალური პარკია.

დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქ უამრავ ადამიანს შენიშნავთ: წყვილებს, მეგობრებს, თუ საბავშვო ბაღიდან გამოყვანილ ბავშვთა ჯგუფებს, რომლებიც ერთობიან და მხიარულობენ.

პარკი 1888 წლიდან არსებობს და დღითი დღე ალამაზებენ.

130 წლიანი ისტორია, რომელმაც შეცვალა ბათუმელების ცხოვრება


ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ იყო და ჩვენი ქლაქი პორტო ფრანკოდ იწოდებოდა, პარკის ტერიტორია ჭაობით იყო დაფარული, ხოლო მისი განაშენიანება დაკავშირებულია გუბერნატორ გენერალ-მაიორ სმეკალოვსკთან, რომელმაც გადაწყვიტა პარკისა და ტბის ნაპირების კეთილმოწყობა. მან ყოველივე ეს დაავალა პრუსიელ მებაღეს, რესლერს, რომლესაც გარკვეული დრო მისცა, რომ ბაღი კეთილ მოეწყო და გაეწმინდა იმ ნარჩენებისა და ველური მცენარეებისაგან, რომელშიც ტბა იყო ჩაფლული. უნდა აღინიშნოს, რომ პარკის მშნებლობის დამთავრებისასა მის სანახავად რუსეთიდან ჩამოვიდა იმპერატორი, მის საპატივცემულოდ კი პარკს “ალექსანდროვის ბაღი” ეწოდა.

თუმცა, ყოველივე ამით, როდი დასრულდა. ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა პარკის შესასვლეში ბერძნული სტილის კოლონადების მშენებლობა. სწორედ კოლონადების შუაში პირველი აჭარელი მფრინავი ქალის ფადიაკო გოგიტიძის ძეგლი დაიდგა. მოგვინებით კი ზოოპარკიც მოეწყო. უნდა ითქვას, რომ ჟამთა სვლასთან ერთად პარკი არ წყვეტდა აქტიურ განვითარებას.

პარკში უამრავი შმეცნებითი ღონისძიებები ეწყობოდა და არსებობდა სხვადასხვა კლუბები, პარკის ტერიტორიაზე არსებობდა საჭადრაკო კლუბი “ციცინათელა”.
მოგვიანებით გადაწყდა რომ პარკში დელფინარიუმი უნდა აშენებულიყო, დაახლობით 2007-2008 წლისთვის კი მოხდა დელფინარიუმის რეკონსტრუქცია და დღეს ის ყოველი ბათუმელისა თუ ტურისტისთვის საინტერესო ადგილს წარმოადგენს.



პარკის შუა გულში არსებობს ტბა, იქ არაერთ ადამინს გამოუცდია თავი როგორც „მეზღვაურს“ და თვითონ წაუყვანია ნავი. დღესაც შეძლებთ ქირაობას და ამ სიამოვნების საკუთარ თავზე გამოცდას. ასევე პარკის მახლობლად არსებობს „ნიჩბოსნობის კლუბი“, სადაც თავისუფლად შეძლებთ ნავის ტარების სწავლას. თუმცა ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც პარკის შესახებ არსებული ისტროიაა. ყოველი ბათუმელის ყურამდე მისულა ისტორია იმის შესახებ თუ რა მოხდა ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ტბასთან. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედბითაც, ტბას საკმაოდ ტრაგიკული წარსული აქვს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ “ნური-გელის” ტბა, რომელსაც წარსულში “გელ-ბაშის” ტბას უწოდებდნენ, ბავშვი დამხრჩვალა, სახელად „ნური“. დედა კი ყოველდღე ტბასთან გადიოდა და „ეძახდა ნური, გელი.“ სწორედ ამის შემდგომ ტბას სახელი შეეცვალა და დღემდე მას „ნური გელის“ ტბას უწოდებენ.

2007 წელს დაიწყო პარკს რეკონსტრუქცია, დაირგო ახალი მცენარეები, გამაგრდა ტბის სანაპირი ზოლი და პარკს შეეცვალა სახელი “6 მაისის პარკი” ანუ „ ბატუმის ცენტრალური პარკი“ ეწოდა.

პარკი 130 წლია არსებობს. ამ დროის განმავლობაში პარკში უამრავი რამ შეიცვალა. დღეს კი თავისუფლად შიეძლბა ითქვას, რომ ის ბათუმის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია დაისვენოს დადრო საინტერესოდ გაატაროს.




სტატიის ავტორი: დიანა დევაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა