თეგებით ძიება

უგაზობის პრობელმა სამცხე-ჯავახეთის სოფლებში

დღეს სოფლებში არაერთი პრობლემაა, რომელიც რეაგირებასა და ყურადღებას საჭიროებს. ბევრ სოფელში არ არის გზა, შუქი, დენი წყალი და გაზი.

ამ მხრივ გამონაკლისს არც სამცხე-ჯავახეთის მხარე წარმოადგენს. 2013-2014 წლიდან ინტენსიურად დაიწყო სოფლებში გაზმომარაგების პრობლემის აღმოფხვრა, თუმცა კვლავაც არის სოფლები, სადაც დღემდე არ არის ეს პრობლემა გადაჭრილი.

პრობლემა არ დგას მარტო მაღალმთიან ან ბარის სოფლებში, ამ პრობლემამ ბოლო პერიოდში გლობალური სახე მიიღო... მოსახლეობა უშედეგოდ ითხოვს გაზს.

ეს პრობლემა იმდენად მრავალმხრივია, რომ რთულია რომელიმე ერთი კონკრეტული სოფლის გამოყოფა და მხოლოდ მასზე საუბარი.

სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა ძირითადად პარტიული ნიშნით განსხვავებაზე საუბრობს და ამბობს,რომ მხოლოდ არჩევნების წინ ახსოვთ მოსახლეობა, ხოლო არჩევნების შემდეგ ყველას ავიწყდება.

ხელისუფლების განცხადებით, პირველ ეტაპზე იმ მაღალმთიან სოფლებში შეიყვანეს გაზი, რომლისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ცივ ზამთარში რთულია ღუმელით გათბობა და დენის წყაროს ხშირი გამოყენების გამო, ძალიან მაღალი ტარიფები მისდიოდა მოსახლეობას.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სოფელი წყურთი თავდაპირველად იყო მაღალმთიანი სოფლების სიაში, თუმცა ხელახალი აღწერის შედეგად აღარ შეიყვანეს ჩამონათვალში და არც გაზის პრობლემა გადაჭრეს. მოსახლეობა უშედეგოდ ითხოვს ამ პრობლემის მოგვარებას და აცხადებს, რომ რთულია ასე ცხოვრება, სოფელი წყურთი უკვე 5 წელია, რაც აღარ ითვლება მაღალმთიანში.

ოფიციალური განცხადებით, მაღალმთიანობის სტატუსის ჩამორთმევის მიზეზი გახდა მიგრანტთა რაოდენობის ნაკლებობა, რადგან სოფელი სხვა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა -აცხადეს მოსახლეობა.

ამ მხრივ უსამართლობასა და უყურადღებობაზე საუბრობს სოფელ ივლიტის მოსახლეობაც, რადგან მათი განცხადებით არ არის მართებული, როდესაც მათგან ნახევარ კილომეტრში, მეუფის რეზიდენციაში უკვე წლებია არის გაზი, ხოლო მათთან არა. ასევე მათი თქმით, მიმდებარე სოფლები, როგორიცაა სხვილისი და ვალე, რამდენიმე წელია უკვე, რაც გაზით მარაგდება. თუმცა ივლიტაში კვლავ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ იქ მოსახვედრად ივლიტის გვალაა აუცილებლი.
ივლიტის ერთ-ერთი ახალგაზრდა ინტერვიუს დროს ყვება იმ რთულ პირობებზე, რაც მას და მის თანასოფლელებს აქვთ უგაზობის პირობებში.

"უკვე წლებია, რაც გვინდა და ვითხოვთ, რომ გაზი შემოგვიყვანონ, თუმცა უშედეგოდ. არჩევანებზე მოდიან და გვპირდებიან, რომ გაზს შემოგვიყვანენ, ამ არჩევნებზე მერობის კანდიდატმა გვითხრა, რომ თუ მას მივცემდით ხმას, გაზს შემოგვიყვანდა, თუმცა დღესაც უგაზოდ ვართ. რთულია ასე ცხოვრება, ზამთარში მუდმივად გვიწევს შეშასა და გათბობაზე ზრუნდა. დენის ხშირი გამოყენების გამო ძალიან მაღალი გადასახადები მოდის, რომლის გადახდა,ზოგჯერ ძალიან რთულია. თუ რამე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, ვცდილობთ გამოვიყენოთ, რათა სოფელში გაზი შემოგვიყვანონ. ამ ბოლოსაც იყო ერთი პროექტი, თუმცა ამგვარ საქმიანობებს არც იქ არ აფინანსებდნენ, არ ვიცით ერთი ზუსტი და კონკრეტული პასუხი, როდის გვექნება ჩვენც ბუნებრივი აირი."

ზოგიერთი სოფლის მოსახლეობა შეეგუა უკვე ამ პროცესს და ამბობს, რომ აზრი აღარ აქვს წუხილს, რადგან იციან არავინ არ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას. მოსახლეობას პირდებიან, რომ არსებობს "სია" ,სადაც წერია ის სოფლები, რომლებიც მალე იქნებიან უზრუნველყოფილნი გაზით. მოსახლეობის უმრავლესობა სოფელს ტოვებს ან თავს არიდებს სოფელში სახლის შეძენას, რადგან იციან, რომ არ არის საცხოვრებლად ისეთი აუცილებლი პირობები, როგორიცაა მაგალითად გაზი.

უგაზობის პრობელმა სამცხე-ჯავახეთის სოფლებში

სოფელ ივლიტიდან გადაღებული კადრი, რომელშიც ჩანს რაბათის რეზიდენცია და გზა, რომლითაც რაბათი უკავშირდება ივლიტას.

სტატიის ავტორი: ნატო ვარდიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა