აკეთეთ საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, პატივი ეცით ადამიანს, რომელიც თქვენ ხართ - რჩევები პერსონალური ქოუჩისგან
პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და მოტივატორი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სამოტივაციო სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ დაინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის მისი საკუთარ მე და რომ აუცილებელია პატივი სცეთ საკუთარ პერსონას.
"შეგეძლოს კარგი დასვენება, ეს არის უნარი, რომელიც განაპირობებს ცხოვრების სილაღეს, ცხოვრების მაღალი ხარისხის ნიშნულს და სწორედ ამაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენთაგანის წარმატება და პროდუქტიულობა.
ჩვენ ვმუშაობთ სახლში, სამსახურში თუ თავად ვქმნით საქმეს, ყველას გვჭირდება საკუთარი დრო, პირადი სივრცე... ხშირად გვავიწყდება ხოლმე საქმეში ჩართულებს, რომ ჩვენი დასვენების საათი თუ დრო დადგა...
ან გვგონია, რომ რაც უფრო მეტად "არდავისვენებთ", მით უფრო მეტ შედეგს დავდებთ და ფუფუნებაც კი გვგონია, რომ საკუთარ დიდებულ „მეს“ დასვენების საშუალება მივცეთ..
უამრავი ადამიანი ფიზიკურად რომ ისვენებს, გონებრივად მაინც ჩართულია საქმეში და ისეც ხდება, რომ ჩვენ ჩვენი დასვენების დრო ღამე გვგონია, მაშინ როდესაც გვძინავს...
ეს ასე არ არის, შეგეძლოს დასვენება მაშინ როდესაც უამრავი საქმით ხარ მოცული, ამ საქმეების გამიჯვნას, დროის და მენეჯმენტების ხელოვნების დაუფლებას მოაქვს კმაყოფილებაც და შედეგიც, ისე, რომ არ "გადავიწვათ“...
თუ ჩვენ გამუდმებით ვიქნებით ჩართულები, იქნება ეს საოჯახო საქმე, სამსახური თუ ბიზნესი, ჩვენ უბრალოდ გავბრაზდებით ამ ყველაფერზე და პირველ ჯერზე დაიწყება უხალისობა, შემდეგ წუხილი თუ წუწუნი, შემდეგ ამ ყველაფრის სავალდებულოდ ანუ „უგულოდ“ კეთება...
და იმის გარდა, რომ ყველანაირი ჰარმონია ჩაცხრება საკუთარი თავის მიმართ, დაიწყება უსიხარულობა, ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად აისახება გაკეთებული საქმის ხარისხზე - იგი აუცილებლად იქნება დაბალი, სავსე არასასურველი შედეგით.
მაინც როგორ უნდა გამოვნახოთ ჩვენი პირადი დრო იმ მოცემულობაში, როდესაც უამრავი პასუხისმგებლობა გვაქვს?!
1. დაისახეთ წინასწარ მიზნები, გაწერეთ ისინი, ამ კონკრეტულ დღეს რა გაქვთ გასაკეთებელი, იფიქრეთ ამ საქმის ფასეულობებზე, შედეგზე, სიხარულზე, თუ რას მოგიტანთ ეს ყველაფერი?!
თუ რა სასიამოვნო და რა ამაყი ხართ ნელნელა სასურველ შედეგს რომ უახლოვდებით, რომ კონკრეტულ დროში, რაც ამ საქმეს მიუძღვენით, შეძელით მისი გადაჭრა, შესრულება, მოგვარება.
2. თითოეული შესრულებული საქმის დასრულების შემდეგ, არ გადაერთოთ უმალვე მეორე საკითხზე, საქმეზე. „გამოუწერეთ“ საკუთარ თავს შესვენება, თქვენ ამას იმსახურებთ. ამ შუალედში დაკავდით საყვარელი საქმით, თუნდაც მცირე დროით, ყველაფერი იმით რაც სიამოვნებას განიჭებთ, განთებთ, შეაქეთ საკუთარი თავი და დაარწმუნეთ იგი, რომ თქვენ გაქვთ უნარი გააკეთოთ საქმე და თან დაისვენოთ სასიამოვნოდ.
3. მოელაპარაკეთ საკუთარ თავს, რომ არ აიღებთ უფრო მეტ პასუხისმგებლობას თქვენი შესაძლებლობების, დროის თუ „კარგი გოგოობის თუ ბიჭობის „გამო“ თუ ხარჯზე“... უამრავ ადამიანს უჭირს არას თქმა, რადგან თვლის რომ უხერხულია, სირცხვილია, რას იტყვიან?! აკეთეთ ის საქმე, რაზეც თავად აიღეთ პასუხიმგებლობა და არა ის რასაც გავალებენ „ბარემ ესეც გააკეთეთ“ ფორმატში...
4. აკეთეთ ის საქმე, დაკავდით იმ საქმიანობით რაც სიამოვნებასაც განიჭებთ... ყავაც კი არ მიირთვათ ხათრით, მაშინ როდესაც არ გინდათ... არათუ საქმე, თუ თქვენ ეს არ მოგწონთ და თუ მხოლოდ ეს საჭიროებაა თქვენი, დაემშვიდობეთ ყველა ასეთ საქმეს...
ნუ შეგეშინდებათ, თქვენ აუცილებლად იპოვით სასარგებლოსთან ერთად, სასიამოვნო საქმეს, თუ საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით და დიალოგს გაუმართავთ თუ რა გსიამოვნებთ თქვენ, რისი კეთება?!
შესაძლოა "არ დაგირიგდეთ ვინმესგან“ ამ საქმეში თქვენი ადგილი, თუმცა თუ ეს ძალიან გსურთ და თქვენი ფასეულობაა, ადექით და თავად შექმენით იგი...
5. და კვალავ მთავარი, მოიწყვეთ საღამოები ისეთი როგორიც ბედნიერებას მოგანიჭებთ. დაყავით სასიამოვნო დრო ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან, უყურეთ საყვარელ ფილმებს, ისეირნეთ, წაიკითხეთ, წერეთ, იცეკვეთ, იმღერეთ, იცინეთ - აკეთეთ ყველაფერი რაც გსიამოვნებთ და ნუ გექნებათ იმის შეგრძნება, რომ ამის დრო არ გაქვთ, ამისთვის არ გცალიათ და აშ...
აიღეთ ყოველთვიურად მეგობრების დღეები... გარემოს შეცვლის დღეები...
ჩვენ გვაქვს ამის დრო ყველას, თუ ყოველ დღეს თუ თვეს, კარგად დავამენეჯმენტებთ და ჩვენი დიდებული მე გახდება მთავარი ჩვენთვის..
მერწმუნეთ გადაღლილი დედა, მამა, საქმე, საქმიანობა არ უდრის წარმატებას, არც ჯანმრთელობას...
შეიტანეთ საკუთარ თავში მეტი სილაღე, როგორც დედამ, მამამ, უფროსმა, თანამშრომელმა, შემქმნელმა...
პატივი ეცით ადამიანს რომელიც თქვენ ხართ თავად!