შესანიშნავი საშუალებაა ცელულიტთან საბრძოლველად - ყავის 3 უჩვეულო თვისება
1. ყავა - როგორც გახდომის საშუალება
შავი ყავა შესანიშნავად აქვეითებს მადას. ის უმჯობესია 12-დან 17 საათამდე შუალედში მიიღოთ, მაგრამ ნუ ჩაანაცვლებთ სადილს ან ვახშამს ყავით. ამან შესაძლოა კუჭის პრობლემები გამოიწვიოს.
2. ყავა - როგორც ცელულიტთან მებრძოლი
ყავაში შემავალი კოფეინი შესანიშნავი საშუალებაა ცელულიტთან საბრძოლველად. ყავის მოხარშვის შემდეგ დარჩენილი ნალექი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში და შემოიხვიეთ კულინარიული ცელოფანი. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ მაინც.
3. ყავა - სხეულის სკრაბი
შეურიეთ დაფქული ყავა ან ყავის
ნალექი შხაპის გელში და გაიხეხეთ კანი ამ ნარევით. კანი გლუვი, ხავერდოვანი და ნაზი გახდება. გელის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი, არაჟანი, თაფლი.
marao.ge