თეგებით ძიება

ბათუმი - ჩაბეტონებული ქალაქი

ბათუმის ბულვარი, რომ აჭარის სიამაყეა მემგონი დღეს ამაზე არავინ დაობს. თუმცა მას შემდეგ, რაც მერიამ მოსახლეობას ბულვარის ახალი დაგეგმარება შესთავაზა, გაიზარდა უკმაყოფილება და მოსახლეობამ ბულვარში 19 სართულიანი შენობის მშენებლობა გააპროტესტა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად გაიმართა აქცია სახელად „არ დავთმობ ბულვარს“. აქციაზე შეხვდებოდით არა მხოლოდ უბრალო ხალხს, არამედ ინტელიგენციასაც.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ მოსახლეობას.

ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ „ ბათუმის ბულვარი არის ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი. დღეს, ჩვენ, ის გვიხარია, თუ რამდენი მნახველი ჰყავს ქალაქს, მერწმუნეთ რომ თუ დღეს ჩვენ მათ მივცეთ ნებას აშენდეს ეს შენობა, არა მარტო ბულვარს დავკარგავთ არამედ ტურისტებსაც.
ასაღნიშნავია, ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აქცია იყო აჭარის მთავრობის სახლთან. ისმოდა დაპირება, რომ აღნიშნული კომპანია, აუცილებლად გაითვალისწინებდა მოსახელობის აზრს, თუმცა ფაქტები სულ სხვა რამეს მოწმობს...

ერთ-ერთი რესპოდენტი აღნიშნულ ფაქტს სულ სხვა თვალით გვაჩვებს და აღნიშნავს, რომ - „ბულვარში, დღეს თუ დავრთავთ ნებას, რომ აშენდეს 19 სართულიანი შენობა ეს იქნება ბიძგი სხვა კომპანიებისთვის, რომ აშენდეს უამრავი ახალი ნაგებობა ქალაქში და სანაპირო ზოლი მთლიანად ჩაბეტონდეს. ბათუმი არის ზღვისპირა ქალაქი და ამდენს ვერ გაუძლებს დამიჯერეთ ეს ურჩობა თუ გაგრძელდა ძვირად დაგვიჯდება.“

როგორც ვხედავთ, მოსახლეობის პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო და დღესაც გრძელდება მშენებელობა.

პროტესტისა და აქციების შემდეგ თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, თუმცა აღნიშნულ საკითხს საკურებულოს წევრები არ უკავშირებენ 19 სართულინი კორპუსისი მშენებლობას.

მოსახელობა კვლავ აპირებს დაიცვან ქალაქი და თუ საჭირო გახდება კვალავ საპროტესტო აქციები დაიწყონ, ჩვენი ქალაქის გადასარჩენად.

ბათუმი - ჩაბეტონებული ქალაქი


სტატიის ავტორი - დიანა დევაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა