6 რამ რისი გაკეთებაც სექსამდე და სექსის დროს არ შეიძლება
იმისთვის, რომ თავი დაიცვათ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, კანი კი გამოშრობისგან, არსებობს გარკვეული წესები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია.
მაშ ასე, ექვსი რამ, რისი გაკეთებაც სექსამდე გეკრძალებათ:
1. არ მიიღოთ ანტიჰისტამინური მედიკამენდები - ეს აბები აშრობს ლორწოვან გარსს, აშრობს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, მათ შორის ვაგინას. გინეკოლოგი ნიკოლ უილიამსი ამბობს, რომ აბების გამოყენება სექსამდე რეკომენდებული არ არის.
2. ცხარე საკვები - ცხარე საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს გაზების დაგროვება, შებერვა, რა შეიძლება იყოს სექსის დროს ამაზე უარესი.
3. ბევრი სასმელი - რა თქმა უნდა, მცირე ოდენობის ალკოჰოლი დასაშვებია და მას ადამიანი კარგ განწყობაზე მოჰყავს. მაგრამ თუ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მიიღებთ, ეს თქვენი სექსუალური აქტივობის შესაძლებლობებზე უარყოფითად იმოქმედებს და ხელს შეგიშლით ორგაზმის მიღწევაში.
4. არ შეიძლება ელექტრო კბილის ჯაგრისის გამოყენება - უცნაურად ჟღერს, მაგრამ ელექტრო კბილის ჯაგრისმა და ალკოჰოლის შემცველობის კბილის „პასტამ“, შესაძლოა, თქვენ უფრო მგრძნობიარე გაგხადოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისადმი. ამ დროს ღიზიანდება ვაგინალური ლორწოვანა, რომელსაც აქვს მიდრეკილება დაავადებების „ათვისებაში“.
5. გაპარსვა - დერმატოლოგი შინჰაუსი ურჩევს ქალებს, რომ სექსამდე ერთი დღით ადრე გაიპარსონ სასქესო ორგანოს ზონაში თმა. ვინაიდან, ეს ძალიან მგრძნობიარე ადგილია და გაპარსვიდან რამდენიმე სააათში სექსმა შეიძლება თმის ფოლიკულის გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც ვარდისფერ გამონაყარს წარმოშობს. ამით კი, თქვენი ორგანიზმი ღია რჩება ინფექციების მიმართ.
6. სექსის დროს არ შეიძლება ტკბილეულის მირთმევა - იმისთვის რომ სიახლე შეიტანონ და სექსი უფრო მრავალფეროვანო გახადონ, ადამიანები სექსის დროს ტკბილეულს მიირთმევენ. ნებისმიერი შაქრის მაღალი შემცველობის საკვები, რომელსაც სექსის დროს მიირთმევთ(მაგ. შოკოლადი), შეიძლება პრობლემბის მიზეზი გახდეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ დროს იზრდება ინფექციის შანსი.
trend.ge