კარგი განწყობის შესაქმნელად რაციონში განსაკუთრებული პროდუქტები უნდა გვქონდეს
როგორც დიეტოლოგები: ჯული ჰოდსონი და ლუიზა ვიკოკსონი აცხადებენ, დეპრესიას და გუნება-განწყობის დაქვეითებას შეიძლება კვების საშუალებით გავუმკლავდეთ. დეპრესიის მკურნალობაში რაციონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ცნობილია, რომ განწყობას აუმჯობესებს მუქი შოკოლადი, ცხიმიანი თევზი და კვერცხის გული.
მუქი შოკოლადი მდიდარია მაგნიუმით და ხელს უწყობს დამშვიდებას. მსგავს მოქმედებას ახდენს ავოკადო და ნუში. რაც შეეხება თევზს, დიეტოლოგები გვირჩევენ სკუმბრიისა და ორაგულის მიღებას, რადგანაც ისინი მდიდარია სასარგებლო ცხიმებით და დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქების უნარი გააჩნიათ.
თევზის ამ სახეობებში არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟვები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ტვინისთვის ასევე
სასარგებლოა ვიტამინი D, რომელსაც კვერცხის გული შეიცავს.
ანტიდეპრესანტების მიღების ფონზე, დიეტოლოგები გვირჩევენ ცილით მდიდარი საკვების მიღებას. მაგალითად: ინდაურის, საქონლის ხორხი. ხორცისა და ბოსტნეულის კომბინაცია იდეალურია.
В ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვები (ისპანახი, კომბოსტო) ასევეა ნაჩვენები. რადგანაც ტკბილი სიამოვნების მომგვრელია, ექსპერტები მოგვიწოდებენ უარი არ ვთქვათ დესერტებზე.
mkurnali.ge