როგორ უნდა დაზოგო თანხა - 10 მარტივი მეთოდი
რა თანხა სჭირდება საშუალო სტატისტიკურ ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის? - ამ რიცხვის ზუსტად დასახელება წარმოუდგენელია. ყოველ ადამიანს შეუძლია საკუთარი თანხა დაასახელოს, მისი ინდივიდუალური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრების სტილი და მისი შემოსავალი.
სტატისტიკის თანახმად, ადამიანები აბსოლუტურად განსხვავებულ ციფრებს ასახელებენ. როგორც წესი, ეს ციფრები მათ შემოსავალზე მაღალია. სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა, სწრაფად გაზარდოს თავისი ბიუჯეტი. სწორედ ასეთ დროს, ძალიან ჭკვიანურია ეკონომიის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება.
ზოგადად, ადამიანი ძალიან ბევრს ხარჯავს არც თუ ისე სასარგებლო, ძვირიან საჭმელსა და ყოველდღიური მოხმარების საგნებში. დაზოგილი ფული - გამომუშავებული ფულია. თანხების განაწილების სწორი მიდგომით, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დიდი რაოდენობით თანხა, ამასთან, შეინარჩუნოთ კომფორტი და ცხოვრების კმაყოფილების გრძნობა.
გთავაზობთ 10 მარტივ მეთოდს, რომელიც თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ:
1. უარი თქვით არასაჭირო ხარჯებზე
შეზღუდეთ კაფეში ჭამა. იქ შეგიძლიათ განსაკუთრებული შემთხვევების დროს წახვიდეთ. საკვების ფასები დაწესებულებებში გაცილებით მაღალია, ვიდრე სახლში მომზადებული კერძებისა. მოამზადეთ სახლში. შეგიძლიათ შეიძინოთ კონტეინერი და სამსახურში სახლიდან ატაროთ ლანჩი. ეს მეთოდი საგრძნობლად შეგიმცირებთ ყოველთვიურ ხარჯს.
2. გამორთეთ შუქი იმ ოთახში, სადაც არ ხართ და ნუ დატოვებთ ელექტროობას ქსელში ჩართულს
თქვენ დაზოგავთ ელექტროენერგიას, თუ ხშირად გამორთავთ ყველა მოწყობილობას, რითიც მოცემულ მომენტში არ სარგებლობთ. სახლიდან გასვლამდე შემოიარეთ ყველა ოთახი და ჩააქრეთ სინათლე. წვრილი ტექნიკა გათიშეთ დენის წყაროდან (ყავის აპარატი, ტოსტერი, მიკროტალღური ღუმელი, ტელეფონი და ა.შ.). დააყენეთ ეკონომ ნათურები.
3. იარეთ საყიდლებზე „2 ნაბიჯში“
10:53 / 29-04-2021
10 მარტივი მეთოდი, როგორ უნდა დაზოგო თანხა

რატომ უნდა გადაიხადოთ მეტი ერთიდაიგივე პროდუქტში, ძვირიან მარკეტში? ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ფქვილი, შაქარი, ბურღული, ზეთი, მაკარონი და ა.შ. - სხვადასხვა მარკეტში სხვადასხვა ფასნამატი აქვს. სუპერმარკეტების ქსელ „2 ნაბიჯში“ პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასადაა წარმოდგენილი. ამასთან, ხშირად არის აქციები და ფასდაკლებები, რაც საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ მარაგი და დაზოგოთ თანხა.
4. გამორთეთ სატელევიზიო კაბელი
თუ ტელევიზიის გაფართოებული პაკეტით სარგებლობთ, ყოველთვიურად საკმაოდ ბევრ თანხას ხარჯავთ. შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა და გაცილებით ბიუჯეტური სერვისით ისარგებლოთ. მაგალითად, Netflix-ით, ან ინტერნეტ-ტელევიზიის ეკონომპაკეტით.
5. არ დაუშვათ იმპულსური ხარჯი
მაღაზიებში სიარულმა შეიძლება წამიერი გადაწყვეტილების მიღება გაიძულოთ. ხშირად ხდება, რომ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებსაც არ ვიყენებთ. აქციებზე ნაყიდ ტანსაცმელს შეიძლება ვერ შეუხამოთ „ლუქი“ და ტყუილად გეკიდოთ გარდერობში. თუ რაღაც მოგეწონებათ, მოიცადეთ რამდენიმე დღე. შეიძლება ამ ნივთის შეძენის სურვილი საერთოდ გაგიქრეთ, ან უკეთეს ფასში იპოვოთ. მარკეტში ჩასვლამდე წინასწარ ჩამოწერეთ საყიდლების სია. ეს თავიდან აგაცილებთ სპონტანურ, დაუფიქრებელ ხარჯებს.
6. ეკონტაქტეთ ადამიანებს ვიდეოჩატის და მესენჯერების საშუალებით
ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ თანხა მობილური ტელეფონით განხორციელებულ ზარებზე. გამოიყენეთ „მესენჯერი“, „ვაიბერი“, „ვოცაპი“ ან „სკაიპი“. ასევე, ისარგებლეთ აქციებით, რომელსაც მობილური ოპერატორები პერიოდულად გვთავაზობენ და შეიძინეთ ბიუჯეტური ეკონომპაკეტები.
7. იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ველოსიპედით
თუ სამსახური შორს არ გაქვთ და ველოსიპედი გყავთ, ძალიან დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში. ამასთან, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისაც. თუ მანქანით დადიხართ, ბენზინში საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავთ. ყოველდღე თუ არა, კვირაში 3 დღე მაინც შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იაროთ. ასე თქვენ საწვავზე ფასს დაზოგავთ.
8. გონივრული საყიდლები
ტანსაცმელი იყიდეთ აუთლეტებში, მეორეულ მაღაზიებში და აქციის დროს. კარგი იქნება, თუ ააწყობთ „კაფსულის გარდერობს“, საბაზისო ნივთებით, რომელთანაც ბევრ ვარიაციას შექმნით. საბაზისო გარდერობში უნდა გქონდეთ: შავი კლასიკური შარვალი, თეთრი პერანგი, ჯინსის შარვალი, შავი კაბა, კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი.
9. გააკეთეთ მარაგი
თუ მარკეტში აქციაა, აუცილებლად ისარგებლეთ. შეგიძლიათ გააკეთოთ მარაგი იმ პროდუქტებზე, რომლებსაც შენახვის დიდი ვადა აქვთ (მარილი, შაქარი, მაკარონი, ბურღული, ზეთი და სხვ). შესაძლოა ერთბაშად მოგიწიოთ დიდი თანხის გადახდა, მაგრამ საერთო ჯამში, ჭკვიანურად დაზოგავთ. თუ დიდი საყინულე გაქვთ, შეგიძლიათ გაყინოთ სეზონური პროდუქტი, რომელზეც ფასი შემდგომში საგრძნობლად იმატებს. გაყინული პროდუქტი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. ამასთან, ისეთი მარკეტი სახლთან ახლოს, როგორიც „2 ნაბიჯია,“ დაზოგვას გაგიმარტივებთ. სულაც არ არის აუცილებელი ჰიპერმარკეტში წახვიდეთ და დამატებით საწვავის, ან ტრანსპორტის თანხა დახარჯოთ. „2 ნაბიჯში“ ყველაზე მოთხოვნად, ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებზე დაბალი ფასებია.
10. გამოიყენეთ დაგროვების ქულები და აპლიკაციები
ისარგებლეთ დაგროვების ბარათებით და აპლიკაციებით, სადაც შეძენილ პროდუქციაზე ქულები დაგიგროვდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ ისარგებლოთ „2 ნაბიჯის“ აპლიკაციით ან „2X2 ბარათით” და დაგროვებული ქულები გადაცვალოთ სასურველ ფასდაკლებაში.
როგორც ხედავთ, დაზოგვის ეს 10 მარტივი მეთოდი არ მოითხოვს რთულ მოქმედებებს და აუცილებლად პოზიტიურად აისახება თქვენს ბიუჯეტზე. შეარჩიეთ ეკონომიის ის მეთოდები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგეწონათ და გამოიყენეთ პრაქტიკაში.
ambebi.ge