TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
კასპში მომხდარი ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა
  • კასპში მომხდარი ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა

    ავტოსაგზაო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში - მაღალი სისწრაფით მიმავალი მერსედესის მძღოლი ჰონდას მარკის ავტომობილს შეეჯახა.

    ავარიის შედეგად დაშავდნენ 25 და 26 წლის ახალგაზრდები. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა.

    შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
    48 ნახვა