TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
„ვაქცინაციის პროცესში, ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული“ - ნათია თურნავა
  • „ვაქცინაციის პროცესში, ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული“ - ნათია თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში, რათა სწრაფად მოხდეს ტურიზმის სფეროს განვითარება.


    „გადავწყვიტეთ პრემიერ-მინისტრის დავალებით, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ რაც შეიძლება სწრაფად ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა და მისი მარკეტინგული მხარდაჭერა.

    ვიმუშავებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ესაა ტურისტული, რესტორატორთა და სასტუმროების ასოციაციები.


    იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს სიები და მოხდეს მათი ორგანიზებული, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.

    ის ორგანიზაციები და კომპანიები ვინც იქნებიან ვაქცინით აცრილი, ჩაითვლებიან კოვიდ უსაფრთხო კომპანიებად და ჩვენ გავუწევთ მათ პრომოუშენს. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია“- განაცხადა ნათია თურნავამ.

    ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 313 742-ს შეადგენს. დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.
    57 ნახვა