TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
საქართველოში ვაქცინაცია ფართოვდება - მიმდინარე კვირიდან პროცესში პარლამენტის წევრები, ტურიზმის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ჩაერთვებიან
  • საქართველოში ვაქცინაცია ფართოვდება - მიმდინარე კვირიდან პროცესში პარლამენტის წევრები, ტურიზმის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ჩაერთვებიან

    საქართველოში ვაქცინაცია ფართოვდება - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან პროცესში პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და ავტობუსის მძღოლები და კონტროლიორები ჩაერთვებიან.

    დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელეს ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღებაზე, რომელიც ვაქცინირებულ პირებზე გაიცემა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. მწვანე პასპორტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება.
    48 ნახვა