TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ბლოგერი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა
  • ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ბლოგერი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა

    ოკუპირებულ აფხაზეთში 40 წლის ბლოგერი ვიტალი ვიგრანოვსკი 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

    ვიგრანოვსკიმ შიმშილობა მარტში, მოსკოვში დაიწყო. შიმშილობის მე-10 დღეს კი ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავრა. მე-20 დღეს მან თქვა, რომ თავს განწმენდილად გრძნობს, მაგრამ ძალიან გახდა და ფიზიკური ძალა არ დარჩა. 35-ე დღეს კაცი გრძნობდა, რომ იღუპება, მაგრამ შიმშილობა არ შეწყვიტა.

    „ეს იყო თამაში, რომელიც მე გავიარე. გაქრა პარაზიტები. საჭმლის მიმართ სურვილი აღარ მაქვს. სხეული განახლდა, განახლდა თითოეული უჯრედი“ - დაწერა ბლოგერმა.

    სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ვიტალი ვიგრანოვსკი უკვე შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
    66 ნახვა