TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
„ჩემი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება“ - გამყრელიძე 67 წლის კაცის ვაქცინით გარდაცვალებაზე
  • „ჩემი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება“ - გამყრელიძე 67 წლის კაცის ვაქცინით გარდაცვალებაზე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 67 წლის მიხეილ გელაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა.


    მისი თქმით, ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს, წინასწარი ვარაუდით კი, აცრილი და გარდაცვლილი ადამიანი, ერთი და იმავე სახელისა და გვარის მქონე ორი სხვადასხვა პიროვნებაა.

    „ნახევარი საათის წინ მაცნობეს, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ, თუ არ ვცდები „ტვ პირველმა“ გაავრცელა ეს ინფორმაცია. ჩვენები ამოწმებენ ახლა ამას ბაზებით. რაც მე ინფორმაცია მაქვს, თითქოს არ შეესაბამება სიმართლეს, ანუ იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც აცრა გაიკეთა, არ არის გარდაცვლილის.


    წინასწარი ინფორმაციაა, რომ სახელი და გვარი ორი ადამიანის ემთხვევა, რომელთაგან ერთი არის აცრილი, ხოლო მეორე გარდაცვლილი. ჩემი ინფორმაციით, აცრილი ადამიანი ჩვეულებრივად არის“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
    59 ნახვა