თეგებით ძიება

გასულ თვეში ზეთი 40.2%-ით; შაქარი 12.3%-ით; პური 6.4%-ით გაძვირდა, ფასი მოემატა სხვა პროდუქტებსაც

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წლევანდელმა საბაზო ინფლაციამ 6, 93 % შეადგინა, თამბაქოს გარეშე კი ეს მაჩვენებელი 6, 87%-ით განისაზღვრა.

ინფლაცია პირდაპირ მოქმედებს ფასების მატებაზე, შედეგად, გაძვირდა შემდეგი პროდუქცია:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0%-ით;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1%-ით.
გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით - ფასებმა მოიმატა 4.2%-ით;
ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის - გაძვირდა 3.2%-ით;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი - ფასები გაიზარდა 1.6%-ით;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3%-ით.
სურსათზე ფასები გაიზადა:

ხილი და ყურძენი - 5.3-ით;
ზეთი და ცხიმი- 4.2-ით;
თევზეული - 3.6%-ით;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 2.4%-ით;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 1.9%-ით;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.1%-ით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა