თეგებით ძიება

"ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გამარჯვება...ბრძოლა ცვლილებებისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ჯერ არ დასრულებულა" - გიორგი ვაშაძე

\'სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ნაცმოძრაობის" დაპატიმრებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა, თუმცა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

"ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გამარჯვება, ნიკა მელია თავისუფალია!
მადლობა ჩვენს დასავლელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის, მადლობა ელჩებს!
მადლობა ყველა ხელის მომწერ პარტიას და ლიდერს ამ პასუხისმგებლობისა და გამბედაობისთვის.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი სჯეროდა და გვერდში გვედგა ამ ბრძოლაში!
ბრძოლა ცვლილებებისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ჯერ არ დასრულებულა და მჯერა, სულ მალე ყველა ერთად გავიმარჯვებთ", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. პოლიტიკოსის გასათავისუფლებლად, ევროკავშირმა გირაოს თანხა 8 მაისს ჩარიცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა