თეგებით ძიება

"ამ ვაქცინით იქნება სავალდებულო ვაქცინაცია ჯერ ალბათ, აშშ-ში, მერე ევროკავშირში და მერე სხვაგან..." - რომელ ვაქცინაზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, "ფაიზერი" ვაქცინას აძვირებს.

როგორც ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, მომავალში, სწორედ ამ ამ ვაქცინით იქნება სავალდებულო ვაქცინაცია ჯერ ალბათ, აშშ-ში, მერე ევროკავშირში და მერე სხვაგან.

"ფაიზერი აპირებეს კორონავირუსის ვაქცინაზე ფასის აწევას 19.5$-დან 175$-მდე (სხვა წყაროების მიხედვით, 2021 წელს მარტო ამ ვაქცინით $26 მილიარდის მოგებას აპირებს)
როგორც კი ფაიზერი ამერიკის წამლის სააგენტოდან სრულ თანხმობას მიიღებს, ეს იქნება ფასის აწევის “მიზეზი”

რომ გეუბნებოდით, რომ 6 თვის მერე მე 3 დოზის გაკეთება იქნება საჭირო, ქართველი “ექსპერტები” დამესივნენდა გადამიარეს. აგერ ფაიზერის “აღიარება” წაიკითხეთ.

როგორც კი ფაიზერი მიიღებს თანხმობას ამერიკის წამლის სააგენტოდან, ვაქცინაცია ამ ვაქცინით იქნება სავალდებული ჯერ, ალბათ, შეერთებულ შტატებში, მერე ევროკავშირში და მერე სხვაგან...

ევროკაშირი გადადის ფაიზერზე, ისე, რომ იცოდეთ...
დასკვნა: ფაიზერმა ჩაიგდო ხელში საკმაოდ ძლიერი ბერკეტი... იმედია, სხვა მწარმოებლები (კარგი იქნებოდა, ევროპელი) შეძლებენ, შეუტიონ ამ მონსტრს", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა