თეგებით ძიება

"დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი..." მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ავარიაზე წერს, რომელსაც ის შემთხვევით გადაურჩა.


"დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!!
აქამდე არასოდეს მოვხვედრილვარ ავარიაში, არც დღეს მოვხვდი, რაღაც სასწაულის დამსახურებით არადა 1% ც არ მქონდა გადარჩენის შანსი.

რედისონის გვირაბიდან მინიმუმ 130 (გინდ დაიჯერეთ გინდ არა) გამოვარდა ჯიპი და ჩემს წინ მანქანას ისეთი სიძლიერით შეეჯახა, მარტო ხმამ გმაოგნა და ვხედავ როგორ მოფრინავს ეს მანქანა და იმასაც ვხედავ, როგორ მეცემა ზემოდან მე აღარ ვიცი მე მქონდა რეაქცია და რაიმე მანევრი გავაკეთე თუ თავზე გადამიფრინა. ეს აღარ მახსოვს გონზე რომ მოვედი, გვირაბის შესასვლელთან ვიდექი და მთელი სხეული მიხტოდა უკან გავიხედე და ძალიან ბევრი ხალხი იყო მისული. რა ბედი ეწია იმ მანქანებს, არ ვიცი, გადარჩნენ თუ არა ეგეც არ ვიცი. ძალაც კი არ მქონდა, რომ გადმოვსულიყავი.

მოკლედ, მგონია, რომ ყველაფერი სხვანაირია ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან არ მშორდება კადრი თვალებიდან...
მგონია, რომ წარსული არ მქონია და ეხლა დავიბადე.

და რეალურად დავინახე რა წამიერია სიცოცხლე და რამდენად დასაფასებელია ადამიანი რომელიც ამ წამს ფუჭად არ ხარჯავს", - წერს კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა