თეგებით ძიება
12. 05. 2021 COVID - 19

თენგიზ ცერცვაძე: მესამე ტალღა კი არა, პიკში ვართ

მინდა, დავაზუსტო ჩვენი შეფასებით, მესამე ტალღის პირას არა - პიკში ვართ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

„ღმერთმა ნუ ქნას, რომ შემდეგი აღმავლობა იყოს. ძალიან არ გვინდა, რომ ნოემბერ-დეკემბრის სიტუაცია განმეორდეს და იმედი გვაქვს, რომ ამ სიტუაციას აღარ მივუახლოვდებით.

ჩვენ ახლა იმის ნახევარი შემთხევევა და ინფიცირება გვაქვს, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა, რომელიც ხელს უწყობს ამ შემთხვევების მატებას და ესენია: პირველი, ის რომ ჩვენთან ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ეფექტიანი ვაქცინაცია დაიწყო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო დღეებში 4-დან 5 ათასამდე ადამიანი იცრება, ის რაც აიცრა ტყავიდან 20 დღის განმავლობაში, ახლა დღეში იცრება ამდენი. ეს კარგია. მიახლოებულია სამიზნე ოპტიმალურ მაჩვენებლებთან. დღეში 6-7 ათას ადამიანს ავცრით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის 65%-ს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა