თეგებით ძიება
12. 05. 2021 COVID - 19

ფოთში ექთანი კორონავირუსით მეორედ ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

კორონავირუსით, ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მომუშავე ექთანი გარდაიცვალა.

როგორც ცენტრში აცხადებენ, 48 წლის ექთანს 8 თვის განმავლობაში, COVID-19 ორჯერ დაუდასტურდა. ბოლო ინფიცირების დროს მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექთანი ბოლო ათი დღის განმავლობაში თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადიოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 117 ადამიანი. რეგიონში მოქმედ კოვიდკლინიკებში 273 ინფიცირებული მკურნალობს. საკარანტინო სივრცეში კი 8 პირი იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა